"დე ნირო და ალ პაჩინო ვანოს და ადეიშვილს შეასრულებენ, ვერა ქობალიას როლზე გურანდა აჰყავთ" - როგორ ხუმრობენ ივანიშვილის სერიალზე

"დე ნირო და ალ პაჩინო ვანოს და ადეიშვილს შეასრულებენ, ვერა ქობალიას როლზე გურანდა აჰყავთ" - როგორ ხუმრობენ ივანიშვილის სერიალზე

სატელევიზიო მხატვრულ სერიალში "9+1", რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ის ეთერში სავარაუდოდ, სექტემბრიდან გავა, შესაძლოა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის როლი ჰოლივუდის ლეგენდარულმა ვარსკვლავმა, ენტონი ჰოპკინსმა შეასრულოს, - ამის შესახებ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სერიალის რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. სიახლეს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი დავით კოვზირიძე გამოეხმაურა.

"დე ნირო და ალ პაჩინო ვანოს და ადეიშვილს", - დაწერა კოვზირიძემ.

პოსტმა მისი მეგობრები ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

- ბიძინას ვერ უპოვეს სახასიათო არტისტი და თავად შეასრულებს თავისივე თავს ))

- ეხლა საკულტო მსახიობების გაბანძებაც მომინდომეს რა!!!

- თავის თავზე რომ გადაიგოს ერთი სამი სერია არ უნდა? და ქლუნმა ითამაშოს ხაინდრავა.

- კარგი იქნება, შევარდნაძემ რომ ითამაშოს ხაინდრავას როლი

- გარსიამ უკვე მოჭამა თავისი...

- ვერა ქობალიას როლზე გურანდა აჰყავთ.

- რაში ხარჯავენ ფულს და მიშა რატო ხარჯავდაო, ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო ))

- ნუ აი - ურთულესი დრამატული როლი იქნება და ალბათ თავს ვერ გაართმევს. გორბაჩოვთან როჟების კერვას რა ითამაშებს და სააკაშვილის წინაშე პანიკურ შიშს! რაღაც საკრალური ძალები უნდა მოიკრიბოს რომ ასეთ მაღალ, სათნო და წმინდა თემებს გაართვას თავი...

იხილეთ ასევე: სერიალში "9+1" ედუარდ შევარდნაძეს ენტონი ჰოპკინსი განასახიერებს - ხაინდრავა ამბიციური გეგმის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს