"რაღა ეხლა დაყრუვდით" - ლალი მოროშკინა ვალერი ზუმბაძეს "ცოდვებს" უხსენებს

"რაღა ეხლა დაყრუვდით" - ლალი მოროშკინა ვალერი ზუმბაძეს "ცოდვებს" უხსენებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა "იმედის" ეთერში ვალერი ზუმბაძის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერიან ზუმბაძემ თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

"ალო, ალო არ ისმის...."

რაღა ეხლა დაყრუვდით, ბატონო ვალერი?

გედენიძეებს ბავშვები რომ ტიროდნენ არ გესმოდათ?

აბდალაძე, რომ ცამდე მართალი კაცია - თქვენ დაბეჩავებულ ყურს ალბათ არც სმენია...

"ენვერს" რომ "ამონტაჟებდით", ალბათ ამ ადამიანების გმინვა არც მაშინ გიშლიდათ ხელს?

"გვანტანამოს მეთოდი", ფრჩხილების დაძრობა, მოგუდვა, ცრუ ჩვენებების გამოძალვა...

ვწუხვარ, ჩემო მეგობრებო, რომ თავიდან გიწევთ იმ საზარელი დღეების გახსენება.. "ჩვენ ვინც გვაწამებდა, მათი დაწინაურება არ შეიძლება"... - გიორგი აბდალაძე - ეს შენი სიტყვებია და მე 100 %-ით გეთანხმები!

"ვინ არის ვალერი ზუმბაძე? დღევანდელი მონაცემებით, ის თავდაცვის სამინისტროს გენ.ინსპექციის უფროსის მოადგილეა, მის კარიერაში კი საკმაოდ სკანდალური დეტალები მოიპოვება. გაირკვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, ზუმბაძე გამომძიებლის რანგში პირადად ხელმძღვანელობდა შემდეგ საქმეებს: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების, ამავე ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას, ექსპრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის - სიმონ კილაძისა და სპეცოპერაცია ენვერის საქმეებს", - აღნიშნული იყო "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტში.

ტელეკომპანია "იმედში" გასულ სიუჟეტს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტიც გამოეხმაურა. სიუჟეტში ყოფილი პატიმრები ზუმბაძეს, როგორც ყოფილ გამომძიებელს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

"ვალერიან ზუმბაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური კამპანია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია და რეალობას მოკლებულია. იგი მზადაა, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში პასუხი გასცეს ყველა კითხვას. ამასთან, ვალერიან ზუმბაძე, საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ, შესაბამის უწყებაში საჩივარს შეიტანს", - აღნიშნული იყო თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.

ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია, შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ვალერი ზუმბაძის თავდაცვის უწყების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, ზუმბაძე ე.წ. ჯაშუშებისა და სხვა საქმეების გამყალბებელი და ფალსიფიკატორია.

იხილეთ ასევე: თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს