"წმინდა მიწაზე გადავსახლდებით, თან ცოდვებსაც მოვინანიებთ!" - ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოდან გადასახლებაზე ფიქრობს

"წმინდა მიწაზე გადავსახლდებით, თან ცოდვებსაც მოვინანიებთ!" - ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოდან გადასახლებაზე ფიქრობს

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოდან გადასახლებაზე ფიქრობს.

"ვაზაგაშვილის საზარელმა მკვლელობამ (შვილის საფლავზე აფეთქებამ!) ხომ მაგრა დამძაბა, მაგრამ მისმა გახსნამ - კიდევ უარესად. შევარდნაძის გუნდში ჩემი ყოფნის დროს უარესიც ხდებოდა (სამართალდამცავების მიერ მომზადებულ ტერაქტებს და მკვლელობებს ვგულისხმობ), მაგრამ თუ დღესაც ამის საშიშროება არსებობდა, ნამდვილად აღარ მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეც და უწმინდესიც გვაფრთხილებდნენ მე და მაიას "ცენტრ-პოინტის" დაყაჩაღების დროს, რომ ქონებას კი ნუ სტირითო, მთავარია ყაჩაღებმა არ მოგკლანო! არასოდეს მომდომებია სხვა ქვეყანაში ცხოვრება და ბევრჯერ უარიც მითქვამს უცხოეთში სამუშაოდ და საცხოვრებლად გადასვლაზე. დღეს კი ვფიქრობ რა ბედნიერებაა, კატო მაინც რომ აშშ-ის მოქალაქეა, ზაზუკა კი ესპანეთში სწავლობს. კომპანიის დავალიანებებს რომ გავისტუმრებთ და ეს სადისტური სასამართლო პროცესი რომ დამთავრდება, მოვკიდებ მაიას ხელს და ან მადრიდში და ან ატლანტაში წავიყვან! რუსუდანს ხომ დღესვე მიიღებენ გაეროში სამუშაოდ. მაია კი ნებისმიერ ადგილასაა ბიზნესის ამწყობი - ჯერ კიდევ როდის სთავაზობდნენ მაღალანაზღაურებად ადგილს ამერიკულ სამშენებლო კომპანიაში (ჯორჯიაში). ან სულაც წმ. მიწაზე გადავსახლდებით - იქ როგორც თავისიანს მიყურებენ მაინც. თან ცოდვებსაც მოვინანიებთ! ცხადია, მანამდე თუ გავუძელით ამ საგიჟეთს: რეკეტერი ხელისუფლება, მკვლელი პოლიციელი, გამომძალველი კლიენტი, ვისაც უფულოდ უნდა ჩაიგდოს ხელში პატიოსანი გადამხდელის ფულით აშენებული ბინა, უმუშევრობა, გადარეული დიდი მეზობელი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი უბედურება! გაგვაძლებინოს ყველას უფალმა!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს