ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეწოლაზე ალაპარაკდა

ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეწოლაზე ალაპარაკდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ბადრი ზაზაძე სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა და რამდენიმე მაღალჩინოსანი ზეწოლაში დაადანაშაულა.

ბადრი ზაზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში, საორგანიზაციო განყოფილების უფროსად 2014 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა. 10 დღის შემდეგ კი გამგებელს, ზაზა მელიქიძეს გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, რომ 10 სექტემბერს გამგებელმა დაურეკა და უთხრა, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე კაბინეტში იბარებდა. ოთახში გუბერნატორი, მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი, გამგებელი და სამცხე-ჯავახეთის სუს-ის ყოფილი უფროსი დავით ლომიძე დახვდნენ.

"შევედი თუ არა, დავით ლომიძემ მითხრა, როგორც გავიგე არ ყოფილხარ შენი სამსახურით კმაყოფილი, ამიტომ, ადგები და წასვლაზე დაწერ განცხადებასო. ასე გითქვამს, რომ ძალიან მალე გუბერნატორს, მის მოადგილეს და სუს-ის უფროსს სამსახურიდან გაუშვებენო. ვუთხარი, დამისახელეთ პიროვნება, ვისთანაც ეს ვთქვი-მეთქი. მიპასუხა, ეს შენი საქმე არ არის, განცხადებას თუ არ დაწერ, შენს წარსულს ამოვქექავ და გაგაფუჭებო", - იხსენებს ზაზაძე.

ზაზაძის თქმით, მან აღელვების გამო ხმასაც აუწია, რაზეც გუბერნატორისგან შენიშვნა მიიღო: "სად გგონია შენი თავი, შეხედე სად ზიხარო. რატომ უნდა დამეღუნა თავი და გავჩუმებულიყავი, იმიტომ, რომ გუბერნატორის ოთახში ვიყავი?!"

კაბინეტიდან გამოსულმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა:

"გამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ ის, ვინც მემუქრებოდა, სუს-ის უფროსი იყო. შემეშინდა, რა უნდა მექნა, ოჯახი მყავს, რამე რომ ჩაედოთ, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა