საწოლს მიჯაჭვული ახალგაზრდა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საწოლს მიჯაჭვული ახალგაზრდა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 33 წლის ირაკლი (რუსლან) გოგოლაძე 9 თვეა საწოლს არის მიჯაჭვული. მას ხერხემლის მალა აქვს დაზიანებული და რეაბილიტაცია სჭირდება.

"სახლის მეორე სართულიდან გადმოვვარდი, ბათუმში ხერხემალზე გამიკეთეს ოპერაცია, საყოველთაო დაზღვევით, იმის მერე სახლში ვწევარ, რეაბილიტაციის კურსი მჭირდება, წელს ქვევით მოწყვეტილი ვარ, გრძნობა არ მაქვს საერთოდ. დღითიდღე ვხვდები, რომ სულ უკან-უკან მივდივარ. არ მინდა სიკვდილი, ოთხი წლის პატარა ბავშვი მყავს. სულ მეკითხება მამი, ფეხზე როდის გაივლიო, ამის იმედი არც მე არ მაქვს, მაგრამ... ხარჯებთან არის დაკავშირებული რეაბილიტაციის კურსის ჩატარება, ჩვენ არანაირი საშუალება რა გვაქვს, გავყიდეთ ყველაფერი, რაც კი გვქონდა, მიწის ნაკვეთებიც. იქნება რამე შანსი მომეცეს, რეაბილიტაცია რომ ჩამიტარდება, იქნებ სისხლის მიმოქცევა აღმიდგეს მაინც. ოზურგეთის გამგეობას მივმართეთ, წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მაისში, როცა ოპერაცია გავიკეთე ერთ თვეში, მაგრამ ერთი ლარით არ დამეხმარნენ. ასე გვითხრეს, სოციალური დახმარება არ გაქვთ და არ გეკუთვნითო, მაშინ სოციალური დახმარება საიდან მექნებოდა? რა შუაშია სოციალური? 4 წლით საკონტრაქტო ჯარში ვიყავი, აგვისტოს ომშიც ვიბრძოდი, ძლივს გადავრჩი მაშინ, ნუთუ არ მეკუთვნის არანაირი დახმარება?", - ამბობს გოგოლაძე.

გოგალაძე დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

"საქართველოს მთავრობას, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ქალაქ ოზურგეთის მერს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც შეუძლია დამეხმაროს, მოგმართავთ თხოვნით, იქნებ ცოტა ხნით გამიხანგრძლივოთ სიცოცხლე", - ამბობს გოგალაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა