ჩუმლაყში სასმელ წყალს ტექნიკური ზეთი შეერია

ჩუმლაყში სასმელ წყალს ტექნიკური ზეთი შეერია

ჩუმლაყში, ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე ჭაბურღილში ტუმბო დაზიანდა და იქიდან ამოსული ზეთი სასმელ წყალს შეერია.

ჩუმლაყის დეპუტატის, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, გია შაოშვილის განცხადებით, პრობლემა სათანადო ორგანოს უკვე აცნობეს.

"ეს არის ახალი ჭაბურღილი, რომელიც შარშან გაკეთდა. პომპა ერთხელ უკვე შევცვალეთ და ეხლა უკვე მეორედ ხდება შესაცვლელი. როგორც გავარკვიეთ, დაზიანებისას ზეთი წყალს შეერია. დავურეკე მშენებელს, რომელმაც ეს ჭაბურღილი გააკეთა. გვითხრეს, ამუშავეთ რომ ბოლომდე დაიწვასო. ხვალ ჩამოვლენ და შეცვლიან. წყალი ამჟამადაც მიდის მოსახლეობამდე. დასალევად გამოუსადეგარია, მაგრამ საშიში არ არის", - აცხადებს შაოშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა