კარგი დღეა დიეტის დასაწყებად - 12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კარგი დღეა დიეტის დასაწყებად - 12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სამსახურის საქმეებში წარმატება გელით. გარშემო მყოფების დახმარების გამო მათ პატივისცემასა და სიყვარულს დაიმსახურებთ. ზოგიერთს სურვილების ასრულება ელის.

კურო

გააქტიურდებიან კონკურენტები და თქვენც მზად უნდა იყოთ, რათა გაიმყაროთ პოზიციები. გათვალეთ ყველა მოსალოდნელი "სიურპრიზი" და სიტუაციის შესაბამისად იმოქმედეთ.

ტყუპი

დღეს საშუალება მოგეცემათ გარშემო მყოფები, სპონსორები და პარტნიორები საკუთარი იდეებით დააინტერესოთ და მათი მხარდაჭერით განახორციელოთ ისინი.

კირჩხიბი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ მათთან ურთიერთობის გარჩევას და ფულის ხარჯვას.

ლომი

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. საღამო დასვენებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას დაუთმეთ.

ქალწული

სწორად გათვალეთ საკუთარი ძალები და ისე წამოიწყეთ ახალი საქმეები. საოჯახო საკითხები მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ.

სასწორი

სარფიანად დააბანდეთ ფული. შეიძლება არაფრისმომცემი ურთიერთობის გაწყვეტამ, ძველ პარტნიორებთან დაშორებამ მოგიწიოთ.

მორიელი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას სასიყვარულო პარტნიორთან და უფროსთან. მეტი მოთმინება გმართებთ და თავი შეიკავეთ გამონათქვამებისგან.

მშვილდოსანი

ზოგიერთები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვებიან. თუმცა, ამის გამო ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს