ველისციხელი მსოფლიო ჩემპიონი უსახსრობის გამო პრესტიჟულ ჩემპიონატზე წასვლას ვერ ახერხებს

ველისციხელი მსოფლიო ჩემპიონი უსახსრობის გამო პრესტიჟულ ჩემპიონატზე წასვლას ვერ ახერხებს

წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონი, 30 წლის გიორგი ბეროშვილი ავსტრალიაში, სპორტულ ფესტივალში "არნოლდ კლასიკი" მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. გიორგი პირველია, ვისაც საქართველოდან ამ პრესტიჟულ კონკურსში სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ის გამგზავრებას ვერ ახერხებს.

"არნოლდ კლასიკიდან" მომივიდა მოწვევა. ”არნოლდ კლასიკი” ტარდება ქალაქ სიდნეიში და თუ იქნება დაფინანსება, რომელიც შეადგენს 1800 ევროს, წავალ და ვეცდები, საქართველო ვასახელო", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ბეროშვილმა.

გიორგი ბეროშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს და აქვე ვარჯიშობს. 12 წელია სპორტითაა დაკავებული.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა