პარლამენტარის ბიუროს ხელმძღვანელს ჯარში სამი წელია იძახებენ

პარლამენტარის ბიუროს ხელმძღვანელს ჯარში სამი წელია იძახებენ

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ სოსო ვახტანგაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი გურამ მჭედლიძე 2015 წლის 5 თებერვალს სამხედრო გაწვევაზე არ გამოცხადდა. მერიის სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსის, გელა შარვაშიძის ცნობით, მჭედლიძე აქამდეც ორჯერ,  2012 წლის შემოდგომით და 2014 წლის გაზაფხულზე გამოიძახეს. არცერთ შემთხვევაში გადავადების მოსაკრებელი გადახდილი არ არის.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა უმაღლესი სასწავლებელი 2012 წლის ივლისში დაამთავრა. გურამ მჭედლიძე მიმდინარე წლის 30 იანვარს 25 წლის გახდა. შესაბამისად, მას 2000 ლარი 2012 წლის შემოდგომით, ხოლო მომდევნო 2000 ლარი 18 თვის შემდეგ უნდა გადაეხადა. სამხედრო კომისარიატში ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნიათ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, როგორ მოახერხა გურამ მჭედლიძემ სავალდებულო სამსახურის გადავადება 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე. 2013 წელს ის არ გამოუძახებიათ, მოტივი უცნობია. 2014 წლის გაზაფხულზე ჩაბარებული უწყების ბედი კი შემდეგია:

"შარშან, 2014 წლის მარტში რომ გამომიძახეს, მაგისტრატურაში ვაბარებდი. საბუთები უკვე ატვირთული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მონაცემთა ბაზაში და, შესაბამისად, ამის მიხედვით მოხდა გადავადება", - ამბობს გურამ მჭედლიძე.

ეროვნული გამოცდები კი 2014 წლის ზაფხულში ჩატარდა. გურამ მჭედლიძე ამბობს, რომ ფასიან განყოფილებაში მოხვდა, ხოლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, მაგისტრატურაში სწავლა ვერ დაიწყო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა