გამუდმებული ფსიქოლოგიური სტრესი დიაბეტს იწვევს

გამუდმებული ფსიქოლოგიური სტრესი დიაბეტს იწვევს

მეცნიერებმა სენსაციური დასკვნები გამოიტანეს. 13-წლიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ არსებობს კავშირი სტრესსა და მეორე ტიპის დიაბეტს შორის.

მკვლევარების თქმით, ცხოვრების წესის მიუხედავად, ადამიანებში, რომლებიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან, დიაბეტით დაავადების რისკი 45%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მათში, რომელთაც არ უწევთ გამუდმებული სტრესის პირობებში ცხოვრება. როგორც ცნობილია, მეორე ტიპის დიაბეტი მაშინ ვითარდება, როდესაც ორგანიზმში ინსულინის საკმარისი რაოდენობის გამომუშავება არ ხდება, ან თუკი იგი კარგავს ამ ჰორმონის მიმართ მგრძნობელობას. შეგახსენებთ, რომ შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც 250 მილიონი ადამიანია დაავადებული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს