ტელეკომპანია GMG-ის გენერალური პროდიუსერი, ბიძინა ბარათაშვილი საქართველოს მთავრობას, ალენ დელონის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნას "სთავაზობს": "ვაცნობიერებ რა საქართველოში ალენ დელონის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც დასტურდება მისი ვიზიტით საპატრიარქოში და დღევანდელი მიწვევით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, შემომაქვს წინადადება: ბარემ ვისარგებლოდ შემთხვევით, დავტოვოთ იგი თბილისში და დავნიშნოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე!!! ბოლოს და ბოლოს კაცს ზორო ყავს ნათამაშები - სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო!!! ევროპაც იცნობს!!! არა მგონია, ზაქარია ქუცნაშვილზე ნაკლები მომხრე აღმოაჩნდეს..." - ნათქვამია ბარათაშვილის ფეისბუქ-სტატუსში.