კოსმოსურმა ტელესკოპმა "ჰაბლმა" "გაღიმებული" გალაქტიკები გადაიღო

კოსმოსურმა ტელესკოპმა "ჰაბლმა" "გაღიმებული" გალაქტიკები გადაიღო

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსურმა ტელესკოპმა "ჰაბლმა", SDSS J1038+4849 გალაქტიკების უჩვეულო ფოტოსურათი გადაიღო, რომელიც მომღიმარ სახეს - "სმაილს" მოგვაგონებს. ტელესკოპის გადაღებულ ფოტოზე ჩანს ორი სტაფილოსფერი თვალი, რომლებიც სინამდვილეში ძალიან კაშკაშა გალაქტიკებია და თეთრი "ცხვირი".

გარდა ამისა, ფირზე აღიბეჭდა დახრილი ხაზი, რომელსაც გრავიტაციული ლინზირების ეფექტის შედეგად, სინათლის რკალები წარმოქმნიან. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მოვლენა სინათლის სხივების გარდატეხის შედეგად ხდება. როგორც ცნობილია, "სმაილის" ფორმის წარმომქმნელი გალაქტიკები დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარეობენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს