ლამბალოს სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს 8 თვეა ხელფასი არ მიუღიათ

ლამბალოს სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს 8 თვეა ხელფასი არ მიუღიათ

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ 10-მდე მუშას 8 თვეა ხელფასი არ მიუღია. მათი განცხადებით, სახელფასო დავალიანება რამდენიმე ათას ლარს შეადგენს. ხელფასის გადაუხდელობის გამო ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სკოლის მშენებლობა პროტესტის ნიშნად მიატოვეს.

"სკოლის მშენებლობაზე თითქმის ერთი წლის წინ დავსაქმდით. თავიდან გვიხდიდნენ ხელფასს. ეხლა კი უკვე რვა თვეა ანაზღაურებას აღარ გვაძლევენ. მე პირადად 1 800 ლარი მაქვს ასაღები. ჩემს მეგობრებს ზოგს ამაზე მეტი აქვს და ზოგს ნაკლები. უფასოდ ხომ არ ვიმუშავებდით, ამიტომ მშენებლობა მივატოვეთ. თურქული კომპანიის კონტრაქტორები, რომლებიც მშენებლობას ხელმძღვანელობენ, სოფელში არ გვინახავს. ვის მოვთხოვოთ პასუხი არ ვიცით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა მუშამ ილკარ ოცახვერდიევმა.

თურქული კომპანია "AGCS muhendislik insaat meden naklye ticare tve sanayi"-ს კონტრაქტორი კომპანიის "ლარგოს" წარმომადგენლის ზურაბ მარგიშვილის განცხადებით, თურქულ კომპანიას მათი დავალიანება აქვს და სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასს მისი დაფარვის შემდეგ გადაუხდიან.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა