ერთხელ გამოყენებულ ჩაის პაკეტს, როგორც წესი, ნაგვის ურნის გარდა სხვა ადგილი არ აქვს. სინამდვილეში ჩაის მეორადი პაკეტები ბევრ რამეში გამოგადგებათ. ნუ გადაყრით მათ. მაცივარში შეინახეთ, რათა გაფუჭებისგან დაიცვათ და ყურადღებით წაიკითხეთ ეს რჩევები.
ოთახის მცენარეების მოსავლელად
წამოადუღეთ ძველი პაკეტები კიდევ ერთხელ და მიღებული ხსნარით მორწყეთ თქვენი ოთახის მცენარეები. ამით მათ სოკოვანი ინფექციებისგან დაიცავთ. ბაღში დარგულ მცენარეებს კი მისი შიგთავსი დაუყარეთ ძირებში, მღრღნელები აღარ მიეკარებიან.
ხალიჩის გასაწმენდად
ხალიჩის გასაწმენდად და სასიამოვნო სურნელის მისაცემად, ნესტიანი შიგთავსი ზედაპირზე მოაბნიეთ და გაშრობა აცადეთ. შემდეგ მტვერსასრუტით აწმინდეთ.
სახლში სასიამოვნო სუნისთვის
თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, ჩაის პაკეტი ქვიშაში ჩააგდეთ, რომელიც ცხოველის ტუალეტისთვის გამოიყენება. რამდენიმე პაკეტი ნაგვის ვედროს ფსკერზე მოათავსეთ, ერთ პაკეტს კი მაცივრის თაროზე მიუჩინეთ ბინა. შეგიძლიათ ჰაერის გამწმენდიც დაამზადოთ: დააწვეთეთ ჩაის ნახმარ და გამშრალ პაკეტზე თქვენი საყვარელი არომატის მქონე ეთერზეთი და საუკეთესო გამწმენდს მიიღებთ როგორც სახლისთვის, ასევე ოფისისა თუ ავტომობილის სალონისთვის.
განაგრძეთ კითხვა