ვახტანგ რჩეულიშვილი შორენა ბეგაშვილსა და ნინა წკრიალაშვილს ვალენტინობის დღესასწაულზე გაშოლტვით ემუქრება

ვახტანგ რჩეულიშვილი შორენა ბეგაშვილსა და ნინა წკრიალაშვილს ვალენტინობის დღესასწაულზე გაშოლტვით ემუქრება

ვახტანგ რჩეულიშვილმა მეუღლეს ვალენტინობის დღესასწაული მიულოცა, ხოლო საკუთარ შოუმეწყვილეებს, შორენა ბეგაშვილსა და ნინა წკრიალაშვილს გაშოლტვით "დაემუქრა":

"შეყვარებულმა თუ ვალენტინკაზე არ გიპასუხა, შეგიძლია გაშოლტო!

რელიგიურ დღესასწაულებს როგორც წესი უფრო დიდი ხნის ისტორია აქვთ, ვიდრე თავად კონკრეტულ რელიგიას. ასევე ვალენტინობაც -სიყვარულის დღე- ერთგვარად აგრძელებს რომაული ლუპერკალიების ისტორიას. ქრისტიანობის მიღებამდე რომში თებერვალში ტარდებოდა ასეთი სიყვარულის და ნაყოფიერების დღესასწაული, (ლუპა-მგელი. რომის მითიური დამფუძნებლების რომულისა და რემის გამზრდელი ძუ მგელის სახელიდან) რა დროსაც ტიტველი ახალგაზრდა კაცები მგლის ტყავისგან დამზადებული ქამრებით შოლტავდნენ ქუჩაში ყველა შემხვედრ ქალს-ითვლებოდა, რომ ეს უშვილოთა დაფეხმძიმებას შველის და ქალს ორსულობას უადვილებს. რის ბოლოს ქალებიც შიშვლდებოდნენ და იყო მთელი გნიასი. ეს ლუპერკალიები შეცვალა ქრისტიანულმა ვალენტინობამ. ამიტომაც შეყვარებულმა თუ ვალენტინკაზე არ გიპასუხა, შეგიძლია გაშოლტო!

(ცნობისათვის: წმ. ვალენტინე მესამე საუკუნეში მცხოვრები რომაელი წმინდანია . რომის იმპერატორი კლავდიუსი მიიჩნევდა, რომ ომში ის ჯარისკაცი უფრო მამაცი და თავგანწირული იყო, ვისაც ცოლ-შვილი არ ჰყავდა. ამიტომ ახალგაზრდა ასაკში დაქორწილება აკრძალა. წმ. ვალენტინი კი ეხმარებოდა ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებს და ჯვარს წერდა, რისთვისაც სიკვდილი მიუსაჯეს. ციხეში შეუყვარდა ზედამხედველის ქალიშვილი იულია, რომელსაც სიკვდილამე წერილი მისწერა სიყვარულის ახსნით, დაკეცა და გული დაახატა ზედ. ან წერილებს ეძახიან მას შემდეგ ვალენტინკებს და შეყვარებულები ერთმანეთს უგზავნიდნენ ამ დღეს, ანუ 14 თებერვალს, რაც წმ.ვალენტინის ხსენების დღეა.)

ამიტომაც ქალებმა ან ვალენტინკაზე ქრისტიანულად უნდა გიპასუხონ კაცებს, ან რომაული წესით შეიძლება გაიშოლტონ! მერე აღარ დაიწყოთ ოჯახურ ძალადობაზე და გენდერულ თანასწორობაზე საუბარი და ჩივილი: აქაური წესია ეს!

მაიამ დამასწრო და პირველმა მომილოცა, შესაბამისად, გაშოლტვას რომ გადაურჩე, საჯაროდ ვპასუხობ: მაია მიყვარხარ ! ჩემს შოუმეწყვილეებს- შორენას და ნინას კი თუ დროზე არ მომილოცეს, შოლტი ნამდვილად ვერ აცდებათ! ყველას გილოცავთ გოგოებო სიყვარულის დღეს !" - წერს რჩეულიშვილი სტატუსში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს