"ყვარლის რაიონს ისევ "ნაციონალები" მართავენ" - დავით ქევხიშვილი

"ყვარლის რაიონს ისევ "ნაციონალები" მართავენ" - დავით ქევხიშვილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება - საკრებულოს მიერ დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტის უკანონოდ ცნობის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქევხიშვილი იმით ხსნის, რომ ყვარლის საკრებულოში სიტუაციას ისევ "ნაციონალები" აკონტროლებენ.

"მე კომფლიქტი მქონდა იმ საკრებულოსთან, რომელიც ადრე იყო, "ნაციონალების" დროს შეკრებილი. ამ გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ მაშინ ვინც მართავდა რაიონს, დღესაც ისინი მართავენ. ვინაიდან მე "ქართული ოცნების" წევრი ვარ, თუ საკრებულოში ამავე პარტიის წევრები უმრავლესობაში არიან, მაშინ მე გადაწყვეტილებები არ უნდა მისაჩივრონ. მე ვამბობ პარტიული სიტუაციიდან გამომდინარე და არა პიროვნული, ეს ლოგიკურად ასეა. მათი გადაწყვეტილება ამტკიცებს იმას, რომ ის ხალხი (ნაციონალები), რომელმაც ხელი "აუწია" ჩემს იმპიჩმენტს, ახლაც მანდ ზის, ზოგი კიდევ გამგეობაში გადაანაწილეს. ყვარლის რაიონს ისევ "ნაციონალები" მართავენ", - ამბობს ქევხიშვილი.

დავით ქევხიშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესს სააპელაციო სასამართლოშიც მოიგებს.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა