მომღერალი ნინი წიკლაური ბებიის გაზრდილია, შესაბამისად ალბათ არ გაგიკვრიდებათ თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებულად უყვარს და მისთვის ეს ადამიანი ბებიაზე მეტია. ცოტა ხნის წინ, ზუსტად იმ დროს, როცა ნინი პროექტში "ერთი ერთში" მონაწილეობდა, მომღერალს საყვარელი ბებია ცუდად გაუხდა, შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლისთვის იბრძოდა... შექმნილი ვითარების გამო მომღერალი პროექტის დატოვებასაც კი აპირებდა, მაგრამ ისევ ბებოს ხათრით გადაიფიქრა... შედეგად კი პროექტში მეორე ადგილი დაიკავა, ბებოც შედარებით უკეთაა.
- ყველა შვილიშვილს უყვარს ბებია, მაგრამ როგორც ვიცი, შენ კიდევ უფრო განსხვავებული დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ...
- კი, იმიტომ რომ მისი გაზრდილი ვარ და განსაკუთრებულად მიყვარს. დანარჩენებს არ ეწყინოთ, მაგრამ ბებო ახლაც მათამამებს, თან პირველი შვილიშვილი ვარ.
- მისგან დასჯა ან გაბრაზება გახსოვს?
- არა. ბებიაჩემი იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნება, რომელიც არასდროს არ ბრაზდება, ქართულ-რუსული ენის ფილოლოგია, პედაგოგი და ძალიან გაწონასწორებულია. არასდროს არ დაუყვირია ჩემთვის, ცემაზე ხომ ლაპარკიც ზედმეტია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ბევრჯერ ვიმსახურებდი კიდეც, მაგრამ მისგან მაღალი ტონით საუბარი არ მახსოვს, შენიშვნა მოუცია, რა თქმა უნდა, ოღონდ ისე გაუკეთებია ეს, რომ მე მეტჯერ აღარ გამიმორებია ის, რის გამოც შენიშვნა მივიღე.
- ხიფათიანი ბავშვი იყავი?
- ცელქი ვიყავი-მეთქი ვერ ვიტყვი, უფრო ხიფათიანი მეთქმის, სულ დენი მარტყამდა, თმის "შპილკებს" ვუერთებდი ხოლმე "შტეფსელში" (იღიმის). მართლა ძალიან ბევრჯერ დამარტყა დენმა. ერთხელ ბაბუამ სიკვდილს ხელიდან გამომგლიჯა, ეს "შპილკა" რომ შევაერთე, იმდენად დიდმა დენმა დამარტყა, მთელ უბანს გაეთიშა ელექტროენერგია ჩემ გამო. ბაბუა რომ არ ყოფილიყო იქ და არ გამოვეგდე უკან, ვერ გადავრჩებოდი ალბათ. ყველაზე საოცარი ისაა, დასასვენებლად რომ მივდიოდი, იქაც დენი მირტყამდა, დედაჩემი დატანჯული მყავდა. მაშინ სპირალიანი "პლიტები" იყო და ამ სპირალს ხელებს ვადებდი. არ ვიცი, რატომ ვაკეთებდი ამას და რატომ მიჩნდებოდა დენთან ურთიერთობის სურვილი.
განაგრძეთ კითხვა