10 ნაბიჯი, რომელიც თქვენს კარიერას დაღუპავს

10 ნაბიჯი, რომელიც თქვენს კარიერას დაღუპავს

რამდენიმე მცდარ ნაბიჯს შეუძლია ძირი გამოუთხაროს თქვენს კარიერულ წინსვლას. გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებიც თავიდან მართებულნი ჩანდნენ, თუმცა დრომ დაადასტურა, რომ ასე მოქცევა არ ღირს.

რა ღუპავს კარიერას?

1. თავის გასაღება სამსახურში იმად, რადაც სინამდვილეში არ წარმოადგენთ

ამას, როგორც წესი, უფროსზე ან კოლეგებზე შთაბეჭდილების მოსახდენად სჩადიან. დროთა განმავლობაში ეს თამაში გამოგფიტავთ და თქვენს ჭეშმარიტ შესაძლებლობებს დაჩრდილავს.

2. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მატერიალურ გამორჩენაზე ფიქრი

რა თქმა უნდა, სამუშაო სწორედ მატერიალური კეთიოლდღეობისთვის გვჭირდება, მაგრამ სამის წარმატებას მხოლოდ ფინანსური ინტერესები არ ჰყოფნის. პირველ რიგში თქვენი, როგორც პროფესიონალის ინტუიციით იხელმძღვანელეთ.

3. მუდმივად ცვლილებებისადმი განწყობა

თუ ყოველთვის ყველაფრის შეცვლა გინდათ, გამოდის, რომ ეს სამსახური თქვენთვის მთლად შესაფერისი არ არის. შეიძლება შეცდომებზე სწავლით ბევრი რამ შეიძინოთ, მაგრამ საქმეს ნამდვილად არ წაადგება. თქვენი გაკეთებული საქმე კი თქვენს კარიერაზეც აისახება.

4. საკუთარ თავთან კომპრომისზე წასვლა

როცა სამუშაოს სიამოვნება არ მოაქვს, მაგრამ მას მოვალეობის გამო ებღაუჭები - წინ ვერ წახვალ.

5. კვირაში 50, 50 და 80 საათით მუშაობა

ბევრი მუშაობა უდრის მეტ ფულს, მაგრამ გაითვალისწინეთ, სასიკვდილო სარეცელზე ჯერ არავის უნატრია, ეჰ, ნეტავ ცოტა ხნით სამუშაოზე მამყოფაო.

6. ოჯახისა და მეგობრების უკანა პლანზე გადაწევა

წარმატებულ ადამიანს გვერდს სწორედ რომ მეგობრები და ოჯახის წევრები უნდა უმშვენებდნენ. თუ ისინი  გვერდით არ გიდგანან, ესე იგი, მცდარი გზით მიდიხართ.

7 ყველა ნაბიჯის კონტროლი

ამით შიშისა და განგაშის განწყობა დაგეუფლებათ, რომლებიც კარიერულ კიბეზე კარგ სამსახურს ნამდვილად არ გაგიწევენ.

8. შეცდომებისგან გაქცევა

თუ შეცდომის დაშვების გეშინიათ და რისკისთვის მზად არ ხართ, წამყვან თანამდებობზე მუშაობის ნაკლები შანსი გაქვთ.

9. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი

თუ კოლეგიალობის გრძნობა არ გაქვთ, ხელი არავისთვის შეგიშველებიათ, საეჭვოა, წინ წახვიდეთ.

10. თუ არ აფასებ შენს ბედნიერებას

ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ ბედნიერება ძალიან შორსაა. სჯობს, მეტი იფიქროთ იმაზე, დღეს როგორ გახდეთ ბედნიერი. ამით თქვენი სამუშაოც უფრო საინტერესო და სასურველი მოგეჩვენებათ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს