რომან გოცირიძე: "სოციალიზმი ბრუნდება... მერე არ იკითხოთ, რა ემართება ლარსო"

რომან გოცირიძე: "სოციალიზმი ბრუნდება... მერე არ იკითხოთ, რა ემართება ლარსო"

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ხელისუფლების მმართველობის სტილში სოციალიზმის ნიშნებს ხედავს. როგორც გოცირიძე ”ფეისბუქში” წერს, მალე სახლემწიფო კერძო ბიზნესს ჩაენაცვლება.

"სოციალიზმი ბრუნდება!

თავდაცვის სამინისტროს სურსათით მოსამარაგებლად სახელმწიფო კომპანია შეიქმნა. მალე სამხედრო ფორმის შემკერავი კომპანიაც გაჩნდება, მერე გზების დაგებასაც სახელმწიფო დაიწყებს, ხვნა-თესვას უკვე ისედაც სახელმწიფო ტრაქტორები ეწევიან, რომლებიც ორი თვე მუშაობენ და ათი თვე გზისპირად დგანან საჩვენებლად უსაქმოდ ( ეს უკანასკნელი, წინა ხელისუფლებიდან გადმოყოლილი სასიამოვნო საჩუქარია ამ ხელისუფლებისდმი). რამდენი "რაციონალური" იდეა მოუვათ თავში, რომ კერძოს ნაცვლად სახელმწიფომ აკეთოს.

"მერე არ იკითხოთ, რა ემართება ლარსო!"

ეს მისამღერი ექნება ჩემს პოსტში ყველა იმ თემას, რომელიც სახელმწიფოს მიერ კერძო, ჯანსაღი საბაზრო მექნიზმების ჩანაცვლებას შეეხება....სანამ ლარი მართლა არ დასტაბილურდება!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს