"ან უფულოდ უნდა დარჩეს ერთ მშვენიერ დღეს ან ვინმე თავზეხელაღებულმა უნდა უთხრას სრული სიმართლე" - გოგა ხაჩიძე ბიძინა ივანიშვილზე

"ან უფულოდ უნდა დარჩეს ერთ მშვენიერ დღეს ან ვინმე თავზეხელაღებულმა უნდა უთხრას სრული სიმართლე" - გოგა ხაჩიძე ბიძინა ივანიშვილზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს ”ფეისბუქით” ეხმაურება.  

"ეუბნებიან რომ ბრძენია; რომ პელეა; რომ ილია ჭავჭავაძის შემდეგ მსგავსი ინტელექტის ადამიანი საქართველოს არ ჰყოლია; რომ მეორე ქრისტეა (ესეც ციტატაა); რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია... ამას ემატება ის, რომ რეალურად დიდი ფული აქვს. როგორ და რა პირობებში ნაშოვნი - სხვა თემაა. ფაქტია რომ იდეებით და ინტელექტით, რბილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავს, თუმცა ვირეშმაკობით და მაფიოზური უნარ-ჩვევებით გასაოცარ შედეგებს მიაღწია. ამას ისიც ემატება, რომ ხელისუფლებაში მოსვლა შეძლო და რეალური ძალაუფლება აიღო ხელში. ჰოდა ასეთ მოცემულობაში რატომ გიკვირთ, რომ ყველაფერზე აზრს გამოთქვამს, დაწყებული პოლიტიკით, დამთავრებული - დიდი ადრონული კოლაიდერით.

აბა თქვენი თავი წარმოიდგინეთ მის ადგილზე?! ეს ან უფულოდ უნდა დარჩეს ერთ მშვენიერ დღეს და რეალობამ მიუჩინოს კუთვნილი ადგილი, ან ვინმე თავზეხელაღებულმა უნდა უთხრას სრული სიმართლე.

ოღონდ ისე არა, როგორც ალასანიამ წამოიძახა მეგობართან საუბრისას - "აუ რა ხეაო".  არა, პირადად უნდა უთხრას, თვალი თვალში გაუყაროს და ისე. საინტერესო სანახავი იქნება", - წერს გოგა ხაჩიძე ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუდან ამონარიდები ინტერნეტით და ტელევიზიით გავრცელდა. ივანიშვილმა მედიის დღის წესრიგზე, ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნასა და ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. ინრევიუს სრული ვერსია "კვირის პალიტრის" 16 თებარვლის ნომერში გამოქვეყნდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს