გია სურამელაშვილის რძლის მუქარა საბავშვო ბაღის მასწავლებელს - "ყურებახეული მოვიდა, სისხლი სდიოდა"

გია სურამელაშვილის რძლის მუქარა საბავშვო ბაღის მასწავლებელს - "ყურებახეული მოვიდა, სისხლი სდიოდა"

მომღერალ გია სურამელაშვილის რძალი სოფო სურამელაშვილი საბავშვო ბაღში მასწავლებლის მხრიდან ბავშზე ძალადობის ფაქტის შესახებ "ფეისბუქზე" წერს.

"ბავშვი რომ სახლში ყურებახეული მოვა ბაღიდან, მერედა როგორი ბავშვი, თან რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა, რომ თუ იტყვის უარესი მოუვა, ყველაფერთან ერთად სისხლი რომ სდის და ექიმი მკურნალობას უნიშნავს, გეკითხებით, რისი ღირსია ასეთი ძიძა, პედაგოგი ( თუ შეიძლება ასე დავარქვათ) და გამგე პირველ რიგში? არ უნდა მიუნგრიო თავ- ყბა და გაუერთიანო თავ-პირი??? არ უნდა დაატოვებინო სამსახური და გაუფუჭო სამუდამოდ საბუთები??? არ გავჩერდებით, ყველა ტელევიზიას, ჟურნალს, გაზეთს ჩავაყენებ საქმის კურსში, დამნაშავე უნდა დაისაჯოს!!! ყველაფერთან ერთად, კამერების დაყენებაზე რომ უარს აცხადებენ, ნეტა რატომ? ნერვები არ გყოფნით ბავშვებთან? დაეგდე მაშინ სახლში და შენს არეულ პირად ცხოვრებას ბავშვებს ნუ ახვევ თავზე! ეს მდაბიო, გაუნათლებელი პროვინციალი ნაგვები!!!", - წერს სოფო სურამელაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს