რისი ბრალია ისტერიკა

რისი ბრალია ისტერიკა

სულ რამდენიმე წუთის წინ ბავშვი მხიარულად თამაშობდა, ახლა კი კოპები შეუკრავს და, როგორც ჩანს, ისტერიკის მორიგი სეანსისთვის ემზადება. რა უნდა მას? რატომ იქცევა ასე? როგორ ჩავახშოთ ემოციათა ქარიშხალი?

უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვისთვის არ არსებობს ცნებები "მერე, ცოტა ხნის შემდეგ, მალე". მისი სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ვერაფრით გააგებინებთ, რატომ არ შეიძლება სასურველის დაუყოვნებლივ მიღება.

ტირილი კი მისი ნაცადი იარაღია, რომლის წყ­ალობითაც ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა ბა­ვშვს - სათამაშო, კანფეტი თუ უბრალოდ დედის ყურადღება; ისტერიკისთვის უბრალო მიზეზიც საკმარისია. მაგალითად, სეირნობთ ბავშვთან ერთად, შეგხვდათ ნაცნობი, რომელსაც მშვიდად ესაუბრებით, ხოლო პატარას, რომელიც ხელზე გექაჩებათ და გზის გაგრძელებას გთხოვთ, ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ საკმარისია, ბავშვი ატირდეს, რომ თქვენ მყისვე დაემშვიდობებით ნაცნობს და ყურადღებას ბავშვზე გადაიტანთ. ასეთი რეაქციის ისტერიკის განმეორება გარანტირებულია - ბავშვი სწორედ ამგვარად შეეცდება ყველა სურვილის ასრულებას. ისტერიკის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ბავშვი ვერ ერევა საკუთარ ემოციებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს