12 წლის ორსული გოგონა ქმარმა მიატოვა და პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც 9 თვის ორსულია

12 წლის ორსული გოგონა ქმარმა მიატოვა და პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც 9 თვის ორსულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრებმა მეექვსეკლასელმა გოგონამ არაოფიციალურად გათხოვებაც მოასწრო და განქორწინებაც. 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭზე საკუთარი სურვილით ზაფხულში გათხოვდა და უკვე 6 თვის ორსულია. ის მეუღლემ ორი კვირაა, რაც მიატოვა და გოგონას ოჯახის ინფორმაციით, პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც 9 თვის ორსულია. პირვეელი ცოლი კი მან 13 წლის ასაკში მოიყვანა და მასაც ერთ წელში გაშორდა.

"ფეხმძიმე გოგოს ხელი ჰკრა და გააგდო, მომწყინდა, მე უბრალოდ ქალი მინდოდა და ვერთობიო. ნივთია რომ ერთობა და სხვაზე გადაინაცვლებს? დაქორწინება. პირველ ცოლი ორსულადაა და თუ ორსული უნდოდა, ეს ორსულად არ არის?", - ამბობს გოგონას დედა.

ორსული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ის გათხოვებას ნანობს და შვილის მოვლაში მშობლების დახმარების იმედი აქვს. თუმცა ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბავშვის მოვლის საშუალება არ აქვს.

გოგონა სკოლაში სიარულისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, მშობიარობის შემდეგ, მერვე კლასიდან კი სწავლის გაგრძელებას გეგმავს.

წყარო: gurjaanitv.ge

"ტელეკომპანია გურჯაანი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა