არქიმანდრიტი ანთიმოზი "ფეისბუქზე" ანდრეი ზვიაგინცევის სკანდალურ "ლევიათანს" ეხმაურება. მისი თქმით, ფილმი არა რუსეთისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ ქრისტეს წინააღმდეგ არის მიმართული:
"როგორც იქნა, დავამთავრე ლევიათანის კინოს ყურება. ეს არ არის რუსეთის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გადაღებული კინო. ცოტა სიღრმისეულათ თუ აღვიქვამთ, ეს არის იესო ქრისტეს წინააღმდეგ გადაღებული კინო. მანდარინებისთვის სერიოზულად სახიფათო კინოა ოსკარზე. დღევანდელი მსოფლიო იდეოლოგიის ჭრილში ცოტა შემეშინდა. არქიმანდრიტი ანთინოზი(ივერიელი)
გასაგებია პოზიციები. ადამიანის უბედურებაზე იგება ეკლესია, სადაც მეუფე ქადაგებს. ფინალი: მერი ეუბნება შვილს, ღმერთი ყველაფერს ხედავს. ანუ იესო ქრისტეს აბრალებენ ყველაფერს.
ასე, რომ ლევიათანი არ არის რუსების წინააღმდეგ მიმართული ფილმი. მანდარინები კი, პირდაპირ რუსების საწინააღმდეგოა", - აღნიშნავს არქიმანდრიტი.