გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 12 წლის ორსული გოგონას საქმეზე გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს. 18 წლის ახალგაზრდა უკვე დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იკითხებიან 18 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები. 12 წლის მოზარდს კი ექპერტიზა უტარდება.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭზე საკუთარი სურვილით ზაფხულში გათხოვდა და უკვე 6 თვის ორსულია. ის მეუღლემ ორი კვირაა, რაც მიატოვა და გოგონას ოჯახის ინფორმაციით, პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც 9 თვის ორსულია. პირველი ცოლი კი მან 13 წლის ასაკში მოიყვანა და მასაც ერთ წელში გაშორდა.