''ვნანობ, რომ მეუღლე რეანიმაციის კართან მივატოვე...''

''ვნანობ, რომ მეუღლე რეანიმაციის კართან მივატოვე...''

დეა 26 წლისაა და 8 წლის სანდროს ზრდის. რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან დაშორება გადაწყვიტა, უნდოდა, მშვიდად მოეგვარებინა ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ ნათესაობისთვის საძულველ ქალად იქცა.

- მე და გოჩას სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. 18 წლის ვიყავი, როდესაც ბინა მეზობელ კორპუსში ვიყიდეთ, ერთ დღეს მაღაზიაში შევხვდი და იქიდან დაიწყო ყველაფერი. მალე შემიყვარდა, მაგრამ დაოჯახებას არ ვჩქარობდით. ბოლოს მშობლების თხოვნით უფრო დავქორწინდით, რადგან ჩემებს არ მოსწონდათ, რომ სულ ერთად ვიყავით და ხშირად მარტოც ვრჩებოდით. ქორწინებამ არაფერი შეცვალა. ერთადერთი მუშაობა დაიწყო და ოჯახს თვითონ არჩენდა. დედამთილი თავს მევლებოდა, მამამთილი საზღვარგარეთ მუშაობდა და ჩვენი დაოჯახების შემდეგ ჩამოვიდა. ტკბილად ვცხოვრობდით, თითქოს არაფერი გვაკლდა. ბიჭი შეგვეძინა.

- ასეთი იდილია როდის დაირღვა?

- სამი წლის წინ, როდესაც გოჩას სამსახურში ვინმე გენომ დაიწყო მუშაობა. არ ვიცი, როგორ აიყოლია ჩემი ქმარი. სამსახურის შემდეგ ხშირად რესტორანში მიდიოდნენ და იქიდან ნასვამი მოდიოდა. თავიდან ეს კვირაში ერთხელ ხდებოდა, მაგრამ შემდეგ ძალიან მოუხშირა. არაფერს მიშავებდა, ფულსაც ბევრს არ ხარჯავდა. იმ ბიჭის ძმის რესტორანში დადიოდნენ და საჭმელში ფულს არ ახდევინებდნენ, მაგრამ რა სასიამოვნოა, ყოველ ღამე მთვრალ ქმარს ელოდო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს