კახეთში, 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭს სქესობრივი კავშირისთვის საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა

კახეთში, 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭს სქესობრივი კავშირისთვის საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით, 18 წლის ბიჭს 12 წლის გოგონა საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა საგაკვეთილო პროცესის დროს.  ick.ge კონფიდენციალობის დაცვის პირობით, გოგონას რამდენიმე თანაკლასელმაც, დაადასტურა, რომ მამაკაცს გოგონა გაკვეთილების დროსაც გაჰყავდა საკლასო ოთახიდან და ამბობდა, რომ ის მისი საცოლე იყო.

ამ ინფორმაციას სკოლის დირექტორი კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში კატეგორიულად უარყოფს.

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩვენ გვქონდა გოგონასთან საუბარი და ის ბედნიერად გრძნობდა თავს. პირველი ცოლი ჰყავდა იმ ბიჭს, მაგრამ რატომ უნდა მეეჭვა რამე? მე არ ვერევი სხვის პირად ცხოვრებაში", - აცხადებს სკოლის დირექტორი, რომლის მე-6 კლასის მოსწავლესთან, 12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით პოლიციამ ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე დააკავა.

თქვენ ხომ იმ სოფელში ცხოვრობთ?

- კი, აქ ვცხოვრობ.

არ იცოდით რომ იმ ბიჭს სხვა ცოლი ჰყავდა?

ცოლი ჰყავდა, კი. პირველი ცოლი?

კი. 12 წლის გოგონა რომ გათხოვდა, ყურადღება არ უნდა მიგექციათ ამ ფაქტისთვის, მითუფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ასეთ შემთხვევებზე, რომ ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

- კარდენახში იმდენი ადამიანია, სკოლის დირექტორმა რატომ უნდა იცოდეს? რატომ უნდა მეეჭვა? გოგონა დადიოდა სკოლაში, ჩვეულებრივ ესწრებოდა გაკვეთილებს, ბოლოს უკვე ფეხმძიმედ იყო და აღარ მოსულა. კანონი ზოგადი განათლების შესახებ მე არ მაძლევს ამ ბავშვის ამორიცხვის უფლებას, ვუწერთ არას.

სკოლიდან უნდა გაგერიცხათ მეთქი ეს არც მიგულისხმია. რატომ არ აცნობეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს?

- თქვენ რატომ მირეკავთ მე და ასეთ კითხვებს რატომ მაძლევთ?

სკოლის დირექტორი ხართ, 12 წლის გოგონა გათხოვდა და აგერ, მამაკაცი დააკავეს დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.

- რატომ უნდა მეეჭვა მე რამე? ეს გოგონა როცა მოდიოდა სკოლაში, მას დამრიგებელი ჰყავს, გვქონდა საუბარი და არასოდეს უთქვამს, რომ ვინმე ძალადობდა. არ მაინტერესებს ვის ჰყავს ცოლი და ვის არა.

ხშირია შემთხვევები, როცა თქვენს სკოლაში 12 წლის გოგონა თხოვდება?

- არა, რატომ არის ხშირი?

ეს რომ მოხდა, რატომ არ დაინტერესდით?

- გათხოვდა... ჩვენი ყოფილი მოსწავლე იყო ის ბიჭი.

ის ბიჭი რომ ცოლიანი იყო ხომ იცოდით?

- მე არ ვერევი სხვის პირად ცხოვრებაში. გამოიძიოს პროკურატურამ. მე ისედაც ბევრი საქმე მაქვს და თქვენგან გასხვავებით სხვის პირად ცხოვრებაში არ ვერევი

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა