"პოლიტიკოსებს შორის პელეს" - როგორ ულოცავენ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს

"პოლიტიკოსებს შორის პელეს" - როგორ ულოცავენ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს

18 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" ფუძემდებელი ბიძინა ივანიშვილი დაიბადა, მას დღეს 59 წელი შეუსრულდა. ექს-პრემიერის იუბილეს "ფეისბუქზე" არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ სტატუსებს:

ლევან რამიშვილი - გილოცავთ იმ ბრძენი კაცის, ბატონი ბიძინას დაბადების დღეს

ლაშა ბერულავა - დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.

დღეს სერგო ორჯონიკიძის გარდაცვალების დღეა.

ჩემო მეოცნებე ფრენდებო, ნუ შეწუხდებით, მახსოვს, ვისი დაბადების დღეს ემთხვევა იმის დაბადების დღე, ვის მოსახსენებლადაც ახლა კლავიატურისკენ გაგექცათ ხელი.

კოკა ყანდიაშვილი - გილოცავ ბატონო ბიძინა - დაბადების დღეს!

ჯანმრთელობა, წარმატებები და სიხარული არ მოგკლებოდეთ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად! პატივისცემით კოკა ყანდიაშვილი. პ.ს. ბიძინა ივანიშვილი 59 წლის გახდა.

გოგა ხაჩიძე - 1937 წლის 18 თებერვალს, სერგო ორჯონიკიძემ (ოფიციალური ვერსიით) თვითმკვლელობით დაასრულა ბოლშევიკური სიცოცხლე.

ივანიშვილის დაბადების დღეს, იურისტი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი ვრცელი პოსტით გამოეხმაურა:

"ბიზმენსა და მეცენატს, ფილოსოფიის კრიტიკოსს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პოლიტიკოსებს შორის პელეს, ელიტური ჯიშების სელექციონერს, ჭეშმარიტი ექსპერტების მენტორს, რეჟისორსა და პროდიუსერს, ქონთემფორარი არტის სპეციალისტს, მწერალს, ფსიქოლოგს, ანთროპოლოგს, ანალიტიკოსს, ტელეწამყვანს, სან მარინოს საპატიო კონსულს, მის აღმატებულება ბატონბიძინაივანიშვილს ვულოცავ 59-ე დაბადების დღეს და ვუსურვებ მესამოცე დაბადების დღისთვის მშობლიურ რუსეთში დაბრუნებას" - ნათქვამია სტატუსში.

დაგაინტერესებთ| დღეს ივანიშვილი იუბილარია - გაუხმაურებელი ისტორიები ექსპრემიერის ბავშვობიდან

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია

"გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს..." - რას წერს 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი