კიბოს მაუწყებელი 10 ადრეული სიმპტომი

კიბოს მაუწყებელი 10 ადრეული სიმპტომი

არსებობს ორგანიზმში კიბოს განვითარების მაუწყებელი ადრეული სიგნალები, რომლებზეც მოსახლეობის მხოლოდ 2% რეაგირებს სათანადოდ. დანარჩენი 98% მათ უგულებელყოფს. სპეციალისტები ამ სიმპტომებს საგანგაშოს უწოდებენ, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ მათ შესახებ.

მუდმივი ხველა

პერიოდული ხველა საგანგაშო ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ის სამ თვეზე მეტია გრძელდება და თან სდევს სისხლიანი გამონადენი, ეს საკმაო საფუძველია იმისთვის, რომ სპეციალისტთან წაბრძანდეთ. ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ბრონქებისა და ფილტვის კიბო, რისთვისაც რეკომენდებულია გულმკერდის ღრუს რენტგენული კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და, საჭიროებისამებრ, ბრონქოსკოპია.

დეფეკაციის მოშლა

თუ დეფეკაციის პროცესი გართულდა ან განავლოვანი მასები ჩვეულებრივზე გაცილებით მსხვილია, ეს მსხვილი ნაწლავის დაავადებაზე მიუთითებს. მიზეზი შესაძლოა იყოს წარმონაქმნები, რომლებიც ართულებს ნაწლავში განავლოვ­ა­ნი მასების გა­ვლას. ასეთ დროს რეკომენდებულია კოლონ­ოსკოპიის ჩატარება.

შარდვის ცვლილება

თუ შარდში სისხლს ამჩნევთ, ეს შარდის ბუშტის ან თირკმელების დაზიანების შედეგია. შესაძლოა, ინფექციურ პროცესზეც მიანიშნებდეს. აუცილებელია, თავდაპირველად გამოირიცხოს ინფექცია, ხოლო შემდგომ დამატებითი დიაგნოსტიკისთვის მიმართოთ უროლოგს ან ნეფროლოგს.

დაუდგენელი წარმოშობის მუდმივი ტკივილი

საგანგაშო სიმპტომია თავ­ის, მუცლისა და გულმკერდის ღრუს სუსტი, მაგრამ მუდმივი დაუდგენელი წარმოშობის ტკივილიც. ამ დროს აუცილებელია გამოირიცხოს თავის ტვინის, ფი­ლტვების, ნაწლავებისა და საკვერცხეების სიმსივნური პათოლოგიები.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს