"ნაძირალაა ის, ვინც თქვენნაირ ადამიანებს თანამდებობაზე ნიშნავს" - ბედუკაძე ზუმბაძეს პასუხობს

"ნაძირალაა ის, ვინც თქვენნაირ ადამიანებს თანამდებობაზე ნიშნავს" - ბედუკაძე ზუმბაძეს პასუხობს

სასჯელარსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლადო ბედუკაძე ვახტანგ მაისაიას შესახებ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე ვალერი ზუმბაძის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"უტიფრობა გამიგია, მაგრამ ასეთი?

ასეთ ადამიანს ანდეთ ქვეყნის თავდაცვა, პატივცემულო ხელისუფლებავ?

ვახტანგ მაისაია კი არაა ტიპური ჯაშუში, ტიპიური ნაძირალაა ის, ვინც თქვენნაირ ადამიანებს თანამდებობაზე ნიშნავს და დაცინის რეჟიმისგან გაწამებულ ადამიანებს!

ამნაირებისთვის 7 ნოემბერს პოლიცია სრულიად ლეგიტიმურად იქცეოდა, 26 მაისს თავად დაიზიანა ხალხმა თავი და სუიციდსაც კი მიმართა მაღაზიის სახურავებზე, მუხროვანიც, ყინწვისიც, ენვერიც თუ სხვა მრავალი "პატრიოტ" სააკაშვილისკენ მიმართული რუსული აგრესია გახლდათ, ქუჩებში თუ ციხეებში ყოველ მესამე დღეს ადამიანი ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდა... სამართლიანობის აღდგენა არა?....", - წერს ბედუკაძე.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის უკვე ყოფილმა მოადგილე ვალერი ზუმბაძემ დუმილი დაარღვია და "მაესტროსთან" გახმაურებულ საქმეებთან მის კავშირზე ისაუბრა. ზუმბაძე აცხადებს, რომ ექსპერტ ვახტანგ მაიასაიას მიერ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი თქმით, ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვახტანგ მაიასაია "ტიპიური ჯაშუშია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს