"პოლიტიკური დეზერტირი, რომელსაც არ გააჩნია პრინციპები და სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა" - ცნობილი მწერალი დავით საყვარელიძის შესახებ

"პოლიტიკური დეზერტირი, რომელსაც არ გააჩნია პრინციპები და სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა" - ცნობილი მწერალი დავით საყვარელიძის შესახებ

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე დავით საყვარელიძის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"მე, რა თქმა უნდა, არავითარი პრეტენზია არ შეიძლება გამაჩნდეს იმ ქართველების მიმართ, რომლებიც უკრაინაში მუშაობა დაიწყეს მაღალ თანამდებობებზე, ეს მართლა უკრაინის შიდა საქმეა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ თავიანთ ნებისმიერ არჩევანში - განსაკუთრებით დღეს! ის კი არა, მოქმედი ხელისუფლების შემყურე, ვფიქრობ, რომ არც ქართულ აღმასრულებელ ხელისუფლებას აწყენდა ზოგიერთ თანამდებობებზე უცხოელების ჩამოყვანა თუ კი უკეთესი ადგილობრივი კადრი მართლაც არ არსებობს... (რაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც)

მხოლოდ ერთი დანიშვნის შესახებ გამიჩნდა კითხვა...

არჩეული პარლამენტარის სტატუსი, თუ არ მეშლება, ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონერის,რადგან მას მინიჭებული აქვს ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნდობისა და იმედის მანდატი, ეს კი ბევრად დიდი პატივი და ტვირთია, ვიდრე უბრალოდ კარიერული წინსვლა და "კარგი" სამსახური. ამიტომ რჩეულისგან იმედის გაცრუება ბევრად უფრო მტკივნეულად და ამორალურად აგამოიყურება, ვიდრე დანიშნული აღმასრულებელი ფუნქციონერისაგან. პარლამენტარი (ხაზს ვუსვამ, კიდევ ერთხელ - პარლამენტარი) რომელიც ამომრჩევლის მიერ მიცემულ მანდატზე, მეტიც (სავარაუდოდ) საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და მიდის სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნის სამსახურში (სავარაუდო პრეტექსტით რომ თავისი კომპეტენციით იქ უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე თავისი ამომრჩევლისთვის), ჩემი აზრით, უბრალოდ კლასიკური ოპორტუნისტი და პოლიტიკური დეზერტირია, რომელსაც აბსოლუტურად არ გააჩნია არც პრინციპები და არც სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა.... მე, რა თქმა უნდა, დავით საყვარელიძე მყავს მხედველობაში. იმედი მაქვს, ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში აღარასდროს ვიხილავთ. ჩემი აზრით, ეს უნიკალური და სამარცხვინო შემთხვევაა და სულაც არ არის საამაყო, როგორც ეს "ნაციონალების" მხარდამჭერებს გონიათ... თორემ დევნილი ემიგრანტი ადეიშვილი, ან თვით ფლეტჩერის სკოლის უშტატო ლექტორი საააკაშვილი თუ უკრაინის პრეზიდენტის უშტატო მრჩეველი გახდება, ეს ნამდვილად არ არის რაიმე განსააკუთრებული ტრაგედია - იმის და მიხედვით - ქართული იუსტიცია შეძლებს თუ არა მათი ბრალდებების დამტკიცებას საერთაშორისო მასშტაბით, ისინი ან უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟის პრობლემად გადაიქცევიან. მანამდე კი ხომ გაგიგიათ - თუ ვერ დაიჭირე ქურდი არ არის! ))

აქვე მინდა დავამატო ინტრიგანებისათვის - რომ ზუსტად იგივეს დავწერდი საყვარელიძის ნაცვლად ნებისმიერი სხვა პარტიის, ფრაქციისა თუ კოალიციის წევრ დეპუტატს რომ დაეტოვებინა მანდატი და მოქალაქეობა - უცხოეთში "უკეთესი" სამსახურის შოვნის გამო.ხოლო პარლამენტის წევრი რომ ვიყო, ამ კაცს და მის ფრაქციას ახსნაგანმარტებას მოვთხოვდი".

შეგახსენებთ, დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა პირველი მოადგილის პოსტზე წარადგინა.

უკრაინული მედიის ცნობით, საყვარელიძე გენერალურ პროკურატურაში კადრებს, ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს უხელმძღვანელებს. საქართველოს პარლამენტში საყვარელიძეს ეკა ხერხეულიძე შეცვლის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს