ცხოველთა სახეები სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ცხოველთა სახეები სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი ყველაფრისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. ბუნებრივია, გამონაკლისს არც ცხოველები წარმოადგენენ, რომლებსაც მის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი როლი უკავიათ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხსნებადი ცხოველი დათვია, რომელსაც რუსეთთან ერთად მოიხსენიებდა ხოლმე. დათვის ხსენების დროს მას არასდროს ავიწყდებდა ქართული ზეპირსიტყვიერების შედევრის თქმა: "დათვი რომ მოგერევა, ბაბია დაუძახეო".

მიხეილს ძალიან უყვარს ძაღლები. როგორ ცნობილი მიშოლოგები წერენ, მისი ოცნება ყოფილა გამოთქმა - "ძაღლივით ერთგული", შეიცვალოს და ითქვას "მიშასავით ერთგული", სწორედ ამიტომ შეალია მან ერთგულებისთვის ბრძოლას განვლილი წლები. მისთვის ღალატი იმდენად უცხოა, როგორ ანტიკური ბერძნებისათვის იყო ჩინეთის დიდი კედელი.

სააკაშვილისათვის საკრალურ მნიშვნელობას ატარებენ ზვიგენები, რომელთან შეხვედრაც ექს-პრეზიდენტისთვის საბედნიეროდ ფატალურად არ დასრულებულა. როდესაც ზვიგენს ხვდები, შიშის ზღვარი მაქსიმუმს აღწევს, მაგრამ სად მიშა და სად შიში?! ჰოდა მან შეძლო და დაინახა წყვილი ზვიგენის თვალები, ჩახედა და ისიც ამოიკითხა, რა ეწერათ თვალებში (ჩახედვაზე გამახსენდა, ირაკლი ოქრუაშვილის კიდევ არ ჩაუხედავს მიშასთვის თვალებში?).

იყო დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავდა, რათა მტრებს დამალვოდა და ქვეყანა საფრთხისაგან ეხსნა. როგორც მიშოლოგები ამბობენ, ამ დროს მას აქტიური ურთიერთობები ჰქონია თოლიებთან, რომელმაც გაიგეს რა მისი ვინაობა, ალყა დაარტყეს და ისე ჩაიყვანეს ფოთამდე, წინ შემხვედრ სუ-24-ებმა, რომლებსაც რუსი პილოტები მართავდნენ, პრეზიდენტის თვითმფირნავი ვერც შეამჩნიეს.

საინტერესოა, როგორ ახერხებს ეს ადამიანი ფრინველთა ენაზე მეტყველებას. ზოგი იმასაც ამბობს, მინდიას სული ჩაუსახლდა და ამიტომ შეუძლია მცენარეს და ადამიანს ერთნაირად ესაუბროსო.

სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში უდაოდ დიდი ადგილი უკავია ცხენს. ექს-პრეზიდენტი ამას არც მალავს და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც - მე უუნაგირო ცხენი ვარო. ექსპერტები დღემდე იკვლევენ ჯიშის წარმომავლობას, თუ რომელი ცხენი იგულისხმა მან. სავურაუდოდ, წმინდა სისხლის ბედაური არ უნდა იყოს, რადგან მოგეხსენებათ, ასეთი ცხენები ძალიან უყვართ არაბ შეიხებს, სააკაშვილი არაერთხელ შეხვდრია მათ, მაგრამ არავის უნახავს, რომ შეიხებს კაბის კალთები დაეგლიჯოთ, ოღონდ ის დარჩენილიყო  მათთან.

მიხეილ სააკაშვილი ჰოროსკოპით ცხვრის წელშია დაბადებული. ბუნებრივია, ეს ცხოველი მის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. როგორც ასრტოლოგები ამბობენ, სწორედ ცხვრის დამსახურებაა მისი მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი, მაგრამ მოგეხსენებათ, ნათქვამია - ცხვარი ცხვარია, თუ გამწარდა ცხარიაო....ექს-პრეზიდენტი მუდამ გამწარებულია...

კატა. ეს ცხოველი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლოს შემოვიდა, თუმცა თამამად შეგვიძლია ის ცხენისა და თოლიების გვერდით დავაყენოთ. მოგეხსენებათ სააკაშვილი მუდამ იჩენდა დიდ ინტერესს ეგვიპტური მითოლოგიისადმი, სადაც კატა წმინდა ცხოველად ითვლება. სწორედ ეს სიწმინდე შეიძლება მივიჩნიოთ ამოსავალ წერტილად, თუ რატომ შემოვიდა კატა სააკაშვილის ცხოვრებაში. საინატერესოა ისიც, რომ ზოგიერთი მითოლოგიის მიხედვით კატას ცხრა სიცოცხლე აქვს ამ ფაქტის და იმის მიხედვით, რომ სააკაშვილი ფუნდამენტურად მორწმუნეა, იხსნება ლოგიკური კვანძი - ის გადაურჩა თავდამსხმელებს 2003 წელს, რომელთაც მისი სიცოცხლის ხელყოფა ჰქონდათ დავალებული, ეს კი მოხდა წმინდა მიხეილის დღეს.

ეს მხოლოდ მცირე მიმოხილვაა სააკაშვილებისა და ცხოველების ურთიერთობისა, სამომავლოდ, უფრო ვრცელ ნაშრომს შემოგთვაზებთ.

პ.ს. იმ კატამ, რომელიც სააკაშვილის ცხოვრებაში გუშინ შემოვიდა, როგორც ექს-პრეზიდენტმა თქვა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს