"რესპუბლიკელების" ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე - რა შეემთხვა ზურაბიშვილს ტაქსით მგზავრობისას

"რესპუბლიკელების" ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე - რა შეემთხვა ზურაბიშვილს ტაქსით მგზავრობისას

"რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სახალისო სტატუსს აქვეყნებს.

"საერთოდ მიჩვეული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც მცნობენ, როგორც წესი, კეთილგანწყობას გამოხატავენ. სულ ორი ტიპი ვიცი, ვინც ჩემს დანახვაზე იჯაგრება და აგრესიულად გადმოდის შეტევაზე: ერთი მიშისტია და ფიქრისგორაზე ცხოვრობს, მეორე მგონი სასულიერო აკადემიის სტუდენტი უნდა იყოს და ლესელიძის ქუჩაზე და თავისუფლების მოედნის მიდამოებში დაიარება. თუმცა, საქმე რომ ცოტა უფრო რთულადაა, დღეს დავრწმუნდი.

დილით ვჯდები ტაქსში. ტაქსისტი კეთილგანწყობილად მესალმება, "როგორ ბრძანდებით ბატონო დავით" და ა.შ. თან რადიო აქვს ჩართული ხმამაღლა, აშკარად "ობიექტივი", სადაც იმ მომენტისთვის არის რეზო ამაშუკელის სატელეფონო ჩართვა, ჰოდა, დავიძარით თუ არა, დიდმა პოეტმა ჯერ ალასანია დალანძღა უშვერი სიტყვებით, მერე ირაკლი ვაჭარაძე გამოაცხადა ამერიკის ელჩად – ეგაა რეალური ელჩი და არა ნორლანდიო, მერე გადავიდა ზოგადად რესპუბლიკურ პარტიაზე, მერე მისდგა ბერძენიშვილებს, მერე არც უსუფაშვილი დაინდო და ბოლოს თინა ხიდაშელიც მიაყოლა. ეს ჩემი მძღოლი კი უსმენს კმაყოფილებით, შიგადაშიგ იღიმება და სახეზე აწერია "მიდი-მიაწექი." მეც ჩუმად ვზივარ და ველოდები, ჩემი გინების ჯერი როდის მოვა (არ ვუგინებივარ თუ რა?), მაინტერესებს მძღოლის რეაქცია რა იქნება.

თუმცა ამჯერად ამაშუკელის რისხვას პიროვნულად გადავრჩი და ასე, რესპუბლიკელების ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე. მძღოლი ცოტას მეჭიდავა, ჩაბრძანდით, არ გინდათ გადახდაო, მაგრამ ბოლოს მაინც გამომართვა დიდი მადლობებით.

ახლა, რა მორალი შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ჩემის აზრით, არც არანაირი. როგორც მართლა დიდი პოეტი ამბობს: "Их либе жизнь и обожаю хаос", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს