თუ მთავრობის დაკვეთა იქნება, საქართველოს ბედ-იღბალს შევცვლი - ასტროლოგის სენსაციური განცხადება

თუ მთავრობის დაკვეთა იქნება, საქართველოს ბედ-იღბალს შევცვლი - ასტროლოგის სენსაციური განცხადება

გია ჯაჯანიძის შოუმ "სხვა რაკურსი" მაყურებელს ლია ბარათაშვილი - კავკასიაში პირველი ასტროლოგიური სკოლის დამაარსებელი - წარუდგინა. როგორც ქალბატონმა განაცხადა, ამჟამინდელი საქართველოს ასტროლოგიური რუკა არ არის სიცოცხლის უნარიანი. მისი თქმით, სახელმწიფოს რუკა გაცილებით ფატალურია და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდეს, საჭიროა შეიცვალოს სახელმწიფოს "დაბადების თარიღი", რომელიც, მისივე განმარტებით, 1991 წლის 9 აპრილია.

"დღევანდელი რუკა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის 1991 წლის 9 აპრილი.12:30 საათი. არ მინდა რომ ძალიან ნეგატიური რამე ვთქვა, მაგრამ ქვეყნის რუკა არის ძალიან არასიცოცხლისუნარიანი.  ხალხი ვერ მდიდრდება.

სახელმწიფოს რუკა უფრო ფატალურია, ვიდრე თითოეული ადამიანის.  მაგრამ არსებობს ორი გზა: 1) ჩვენ შეიძლება უბრალოდ ქვეყნის დაბადების მომენტი შევცვალოთ. როგორც საფრანგეტმა გააკეთა - ხუთჯერ გამოაცხადა რესპუბლიკად და მშვენივრად ცხოვრობენ. მთავრობამ უნდა ამოინდომოს ამის შეცვლა. მთავრობამ უნდა შემიკვეთოს და ჩვენ შევცვლით" - აღნიშნა ლია ბარათაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს