"76 დეპუტატი შეიკრიბოს და უნდობლობა გამოუცხადოს ივანიშვილის პაჟის მაიმუნ მთავრობას" - ჩერგოლეიშვილის ქვეყნის გადარჩენის გეგმა

"76 დეპუტატი შეიკრიბოს და უნდობლობა გამოუცხადოს ივანიშვილის პაჟის მაიმუნ მთავრობას" - ჩერგოლეიშვილის ქვეყნის გადარჩენის გეგმა

თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ იცის, როგორ უნდა "ეშველოს ლარს, ეკონომიკას და ქვეყნის დასავლურ მომავალს":

"მე ვიცი როგორც უნდა ეშველოს ლარს, ეკონომიკას და ქვეყნის დასავლურ მომავალს ამ ეტაპზე:

1. გადადგეს ან 76 დეპუტატი შეიკრიბოს და უნდობლობა გამოუცხადოს ივანიშვილის პაჟის მაიმუნ მთავრობას.

2. მოხდეს ისეთი მთავრობის ფორმირება (ნაციონალების გარეშე) რომელიც მზად იქნება:

ა) ითანამშრომლოს ნაციონალურ მოძრაობასთან და შეიმუშავოს იმ ნაბიჯების პაკეტი, რაც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს. ნაციონალურ მოძრაობასთან იმიტომ, რომ ამ ძალას უკვე აქვს ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გამოცდილება.

ბ) მოახდინოს საარჩევნო სისტემის რეფორმა 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის.

გ) გადადგას ნაბიჯები, რაც მოხსნის პოლიტიკური არასტაბილურობის განცდას და აღადგენს

საქართველოს რეპუტაციას - ამ ნაბიჯებს შორისაა პოლიტიკური ნიშნით და ბიძინას სურვილის მიხედვით დატყვევებულების გათავისუფლება.

დ) გაფილტრავს სახელმწიფო უწყებებს რუსეთის ინტერესებზე მომუშავე პერსონალისგან.

ე) შეწყვეტს კარასინთან უსაგნო საუბარს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს გააგრძელებს ჟენევის ფორმატში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების თანდასწრებით" - აცხადებს ჩეგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს