როგორია 12 წლის ორსული გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა აგორებული სკანდალის შემდეგ

როგორია 12 წლის ორსული გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა აგორებული სკანდალის შემდეგ

სოციალური მომსახურების სააგენტომ, კახეთში 12 წლის გოგონას ორსულობის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით შეიტყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარი წერეთელი ამბობს, რომ გოგონას უკვე ელაპარაკა სოციალური მუშაკი, რომლის შეფასებითაც, მას ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროება.

"მეექვსეკლასელი გოგონას დაქორწინების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სკოლას", - ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

თუმცა, ამასთანავე, დასძენს, რომ გამოძიების დასრულებამდე უწყება ვერაფერს იტყვის იმის შესახებ, თუ რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სკოლის დირექტორს.

წყარო: heretifm.com

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა