"ჯობია ისევ ”ნაცებმა” გლანძღონ" - დავით ზურაბიშვილი მიშისტურ და ”ქოცურ” კომენტარებზე

"ჯობია ისევ ”ნაცებმა” გლანძღონ" - დავით ზურაბიშვილი მიშისტურ და ”ქოცურ” კომენტარებზე

"რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურ საზოგადოებას და მათ კომენტარებს სახალისო პოსტს უძღვნის.

"გაფრთხილება: არაადეკვატურების საყურადღებოდ! წინამდებარე პოსტი არის ხუმრობა, შუტკა, ჯოუქი, ანუ ერთგვარი სკეტჩი (ნოუთად დამეზარა). გთხოვთ, პოლიტიკური ინსინუაციებისა და ურთიერთლანძღვისგან შეძლებისდაგვარად თავი შეიკავოთ.

როგორც ვაკვირდები, ფბ-ზე პიროვნების ლანძღვის ორგვარი სტილისტიკაა გამოკვეთილი: მიშისტური და რადიკალ-ქოცური.

მიშისტური სტილისთვის დამახასიათებელია აგდებული ტონი და ღვარძლიანი ირონია, შიგადაშიგ ლანძღვა-გინებით.

მაგალითად ასე:

სტატუსი: დაგიდგინათ ბორია გაზპრომიჩმა ლარი კარგად იქცევაო და დედიშენის შვილი ხარ და არ გააპრავებ! ფუ რა, გული მერევა ამ ამებაზე!

კომენტარი A: ეს რა მავნე ამება ჰყავს ისე გამჩენს?

კომენტარი B: მავნე და ასეთი გამოლენჩებული? ქოცისთვისაც კი მეტისმეტია.

კომენტარი ჩ: ქოცისთვის მეტისმეტი არ არსებობს. ქოცობა თვითონაა მეტისმეტობა.

კომენტარი D: ეს უსინდისოების ბრიგადაშია, ლენჩების ბატალიონები ცალკე ჰყავთ.

კომენტარი E: უსინდისო კი არა, ჩათლახია და ახვარი!

კომენტარი F ( ფრთაგაშვერილი იხვის ჭუჭულის ფოტო წარწერით "ეს ყ%ეა ხო?")

კომენტარი G: ხომ გავარდით საკუთარი პასტებით არჩევნებზე 41–ის შემოსახაზად? ჰოდა, უსმინეთ ახლა მოჭიდავე დეპუტატების მჭევრმეტყველებას, უყურეთ იმ ბრძენი კაცის გადაღებულ სერიალებს და ელოდეთ იაფ მაყუთს და სოლარიუმს ყველა ოჯახში 2030 წლამდე!

_ _ _ _ _

რადიკალ–ქოცების სტილისტიკაში ირონია უფრო იშვიათად ან საერთოდ არ გვხვდება. სამაგიეროდ დომინირებს გინება და გენიტალიების ხშირი ხსენება, შიგადაშიგ მოთქმა-ვაებით.

მაგალითად ასე:

_ _ _ _ _

სტატუსი: მეცოცხე რეფორმატორების ექსპორტი გრძელდება: პოროშენკომ მორიგი სირბახი ჩაიხუტა.

კომენტარი A: ეს ყ%ის ჩონჩხიც წაიყვანეს კიევში? კოლექციას აგროვებენ?

კომენტარი B: აქ ხომ ააშენეს ქვეყანა და იქაც მანამდე არ მოისვენებენ სანამ არ მოუტ%ნავენ დედის პრო%ს მთელ უკრაინას!

კომენტარი ჩ: მერე კი მაგათაც მიპიზდავენ შუაგულ კრეშჩატიკზე, მაგ ბოზის ტილებს, მაგრამ გვიან იქნება.

კომენტარი D: უფალო, შენ დაიფარე უკრაინა და საქართველო!

კომენტარი E: მოგიტ%ანთ კოჰაბიტაცია!

კომენტარი F: ეს რა მოუცილებელი ჭირი გვჭირს? აღარ მინდა ტელევიზორის ჩართვა და მაგათი უტიფარი სიფათების ცქერა. დავაშავეთ რამე?

კომენტარი G: ამერიკის პიდარასტი დედას რომ შევე%ი ამათი გაჯეჯილებისთვის! სანამდე წაეთრეოდა, მანამდე უნდა გაგვეთხარა მისთვის და ყველა მისნაირი ნაბოზვრისთვის ცოცხი ტრა%ში!

მორალი: ჯობია ისევ ნაცებმა გლანძღონ", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს