რა ღირს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია

რა ღირს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია

წლევანდელ დაჯილდოებაზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 30-წამიანი სარეკლამო ჭრა 1,95 მილიონი დოლარი ეღირება.

კინომოყვარულები დღეს წლის მთავარი კინოპრემიის "ოსკარის" მოლოდინში არიან. დაჯილდოების 87-ე ცერემონია ტრადიციულად ლოს ანჯელესში, "დოლბის" თეატრში გაიმართება. ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია წლის რჩეულებს რამდენიმე საათში გამოავლენს.

1929 წლიდან მოყოლებული დღემდე ლოს ანჯელესითვის ეს წლის ყველაზე მთავარი ღონისძიებაა. ქალაქის ეკონომიკური განვითარების საბჭოს ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოს მთავარ კინოპრემიას ლოს ანჯელესის ბიუჯეტში 130 მილიონი დოლარი შეაქვს.

რაც შეეხება თავად აკადემიას, გასულ წელს აკადემიის შემოსავალმა 89,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რომლის დიდ ნაწილს სტუდია "დისნეის" მიერ გადახდილი თანხა შეადგენს. 2020 წლამდე "დისნეი" ყოველწლიურად 75 მილიონ დოლარს იხდის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის ტელეკომპანია ABC-ის პირდაპირი ტრანსლირების უფლებისთვის.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, წლევანდელ დაჯილდოებაზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 30-წამიანი სარეკლამო ჭრა 1,95 მილიონი დოლარი ეღირება. სარეკლამო ჭრის უმეტესობას "სამსუნგსა" და "ჰიუნდაის" ეკუთვნით. აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან მოყოლებული "ოსკარის" ცერემონიის პირდაპირი ეთერის დროს სარეკლამო ფასი ყოველწლიურად იზრდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს