"პერსონალი ალაგ-ალაგ, დაუვარცხნელი, მოუწესრიგებელი" - რა ხდება თბილისის აეროპორტში?

"პერსონალი ალაგ-ალაგ, დაუვარცხნელი, მოუწესრიგებელი" - რა ხდება თბილისის აეროპორტში?

ცოტნე გამსახურდია და ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქის სტატუსით, თბილისის აეროპორტში არსებულ ვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას:

"დღეს ვიყავი აეროპორტში. ერთი შესასვლელი კარი არ მუშაობდა. დაკეტილი იყო, ყოველ შემთხვევაში... შევედით. არ მუშაობდა საპასპორტო კონტროლზე ასასვლელი ლიფტიც... პრაქტიკულად არავითარი მოძრაობა არ შეინიშნებოდა: პერსონალი ალაგ-ალაგ, დაუვარცხნელი, მოუწესრიგებელი, ყოველგვარი ენთუზიაზმისა და დისციპლინისაგან დაცლილი... სამაგიეროდ, პრაქტიკულად რეგისტრაციის დროს მოგვეჭრა (მე ვაცილებდი) მათხოვარი, რომელმაც ლამის საფულე გამოგლიჯა ხელიდან ჩემს მეგობარს... წამოსვლისას აღმოჩნდა, რომ ავტოსადგომისათვის გადასახადს აეროპორტის შენობაში იხდი და არა უწინდელივით - ჯიხურში. დრო ათი წუთი გაქვს: თუ რიგის, ავტომანქანის გაუმართავობის ან სხვა ფაქტორის გამო შეფერხდი, ქვითარი ანულირებულია და თავიდან მოგიწევს გადახდა.

მოკლედ, სულ უფრო ვემსგავსებით სოფლის აეროდრომს. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რატომ ბედავს ამდენს მმართველი თურქული კომპანია TAV-ი და რატომ არავინ აკონტროლებს მათ?! ელოდებით, სანამ საფრენ ზოლზე ძროხებს გამორეკავენ???" - ნათქვამია სტატუსში.

ჩიორა თაქთაქიშვილი: "მეასე ხარიახოვანი რამეა შეიძლება ეს დღეს არსებულ პრობლემებს შორის, მაგრამ მაინც. თბილისის აეროპორტში 2 ახალგაზრდა "ავიაციის დაცვის" თანამშრომელი, ფორმიანი, ყოველ მეორე სიტყვაში იგინებოდა. წუწუნებდნენ, კიდევ 2 ფრენა დარჩაო, საშინელ უწმაწურ სიტყვებს ხმაროდბნენ ოღონდ, როგორც ქუჩის ბოლო ბანძი კრიმინალები. 9 წლის განმავლობაში ასეთი რამე გახსოვთ?"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს