"უახლოეს დღეებში რუსეთში პუტინის გადადგომის მოთხოვნით მილიონიანი გამოსვლები გარდაუვალი ხდება" - ზვიად კვაჭანტირაძე

"უახლოეს დღეებში რუსეთში პუტინის გადადგომის მოთხოვნით მილიონიანი გამოსვლები გარდაუვალი ხდება" - ზვიად კვაჭანტირაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, პუტინის გადადგომის მოთხოვნით, რუსეთში უახლოეს პერიოდში მილიონიან გამოსვლებს პროგნოზირებს.

"არც ცაგარელი ვარ და არც კაკულია, (ღმერთმა დამიფაროს), "ნაციონალების" ანტირუსული ისტერიის მოწინააღგმდეგე ვიყავი ყოველთვის და არც რუსეთის მჯეროდა არასდროს და ვერც დავიჯერებ ოდესმე და ვერ ვენდობი. ამავდროულად, ვარ და დავრჩები ფრთხილი, რეალისტური პოლიტიკის მომხრე, მაგრამ თუ ჩემგან იმის ხმამაღლა განცხადება, რომ პუტინი მსოფლიოს ჩირქიანი ძირმაგარაა (ყველა გაგებით:) რომელიმე, ჩემი პოლიტიკური მოწინააღგმდეგის აზრს დაემთხვევა, ვინც არ უნდა იყოს იგი - არ მადარდებს!!!. ხოდა, იმას გეუბნებოდით, რომ უახლოეს მომავალში, თუ დღეებში არა, რუსეთში პუტინის გადადგომის მოთხოვნით მილიონიანი გამოსვლები მოსალოდნელი კიარადა გარდაუვალი ხდება. ამ სიტყვებს გაგახსენებთ", - წერს კვაჭანტირაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს