"მოდის კომკავშირი! წითელი მანდატი - სისხლით დაფერილი, სპეტაკი ოცნება" - ნორჩი ირმა ინაშვილის ოდა კომკავშირს

"მოდის კომკავშირი! წითელი მანდატი - სისხლით დაფერილი, სპეტაკი ოცნება" - ნორჩი ირმა ინაშვილის ოდა კომკავშირს

ზაზა ბიბილაშვილმა, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე, ირმა ინაშვილის ლექსი გამოაქვეყნა, რომელიც ჟურნალ "ცისკარში" იყო დაბეჭდილი:

"ნორჩი ირმა ინაშვილის ოდა კომკავშირს. ნუ, არაა მთლად სასიამოვნო წასაკითხი, მაგრამ, მე რომ მკითხო, მაინც არ გამოგდება კომპრომატად: 87 წელია. ვის გააკვირვებ კომკავშირზე ლექსებით და "სისხლით დაფერილი, სპეტაკი ოცნებებით"? ან იქნებ "შიგნიდან ანგრევდა" კომკავშირს? გავა კიდევ ორწელიწადნახევარი და 9-აპრილ-გამონავალი დავით უსუფაშვილი კომუნისტურ პარტიაში შევა... ვინ იტყვის, რომ დღეს ის ირმა ინაშვილზე ნაკლები პატრიოტია?! მთავარია, "სისხლიან რეჟიმს" ორივე "გარედან" ებრძოდა. განა ის 9 წელი საბჭოთა კავშირზე დიდი ბოროტება არ იყო? მაშინ "სულიერად ოკუპირებული" მაინც არ ვიყავით!" - წერს ბიბილაშვილი.

მოდის კომკავშირი!

წითელი მანდატი -

სისხლით დაფერილი,

სპეტაკი ოცნება -

მზისკენ გაფრენილი,

გმირული დღეები

ტყვიების მარულით,

მარად საფიცარი

სახელი - მამული!..

მოდის კომკავშირი -

ფოლადად ქცეული,

იმ გოგო-ბიჭების

სახელით ქებული,

ათასი სურვილით,

ათასი იმედით,

ცოცხალი ვარდებით,

ცოცხალი იებით...

სალამი, სალამი,

ფიქრებო ბორისის,

ეს მირზა გვეძახის-

მისი ხმა მოისმის...

თქვენია, თქვენია

სუყველა ღიმილი,

კვლავ გულზე გიბრწყინავთ

მზე ოქროს ღილივით!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს