''ჩემი მამამთილი დედაჩემის პირველი ქმარი აღმოჩნდა, მული კი ჩემი ძმის საყვარელი...''

''ჩემი მამამთილი დედაჩემის პირველი ქმარი აღმოჩნდა, მული კი ჩემი ძმის საყვარელი...''

ეს საოცარი ისტორია ორი წლის წინ თბილისში მოხდა. მაშინ კესარია ამ ამბის მოყოლას უახლოეს მეგობართანაც ვერ ბედავდა. დღეს კი მარტო დარჩენილი ფიქრობს, რომ ამ გზით ცოტათი მაინც გათავისუფლდება სხვების ცოდვებისგან.

- გოგა რომ გავიცანი, ზუსტად ერთ თვეში ცოლობა მთხოვა, მაგრამ ჩემზე შვიდი წლით უმცროსი იყო. მე 30 წლის ვიყავი, ის – 23-ის. ვიცოდი, დედაჩემზე მეტად წინააღმდეგობა მისი ოჯახიდან შემხვდებოდა, მაგრამ მაინც გავრისკე. დედამისი რომ გავიცანი, იმდენი მოვახერხე, რომ ჭკუიდან გადავიყვანე. კარგი სამსახური მაქვს და ჩემი სტატუსით გადაირია, მიხვდა, რომ საკუთარი მანქანა, ვოიაჟები საზღვარგარეთ, საკუთარი ხელფასით მქონდა. მამამისი ძალით იღიმოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ცოლი კარგად დაამუშავებდა. გოგას ერთი პირველკურსელი და ჰყავდა. ვიცოდი, რომ ეს პატარა გოგო კარგ დროს ატარებდა და ბოიფრენდებსაც ხშირად იცვლიდა, მაგრამ მის ძმას ეს არ ადარდებდა.

- დაოჯახების გადაწყვეტილება მალე მიიღეთ?

- მე პირადად არ მინდოდა, რომ მალე დავქორწინებულიყავით. ცალკე ცხოვრება მინდოდა, ამისათვის კი ბინის გირაობას ვაპირებდით, მაგრამ სადედამთილომ თავი გაიგიჟა. ჩემი მშობლები დაშორებულები არიან, მამა გერმანიაში ცხოვრობს, ახალი ოჯახი აქვს და ამიტომ დედისთვის დიდი ახსნა არ დამჭირვებია, რომ ვთხოვდებოდი. თან ასაკიც ხელს მიწყობდა. ერთადერთი ასაკობრივი სხვაობა არ მოეწონა. მალე არ დაბერდე, თავს მიხედეო დამარიგა. ერთ კვირაში ნიშნობა გადავწყვიტეთ. გოგა მშობლებსა და დასთან ერთად მოვიდა. ჩემი ძმა ძლივს დავითანხმე, რომ შინ დარჩენილიყო, მე და დედა ვიყავით, სხვისთვის არავისთვის მითქვამს. მე და გოგამ მეჯვარეებსაც კი დავუმალეთ. გვინდოდა, ყველაფერს მყუდროდ, ოჯახურ გარემოში ჩაევლო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს