"ლარი ქრის, ლარი ქრის, ლარი ქრის.. სესხები მიჰქრიან ლარდა-ქარ..." - ლარის თემაზე დაწერილი სტატუსები

"ლარი ქრის, ლარი ქრის, ლარი ქრის.. სესხები მიჰქრიან ლარდა-ქარ..." - ლარის თემაზე დაწერილი სტატუსები

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.19 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 24 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.1971 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0200 ლარი შეადგინა.

ლარის კურსის მუდმივ დაცემას ადამიანები "ფეისბუქზე" ეხმაურებიან, გთავაზობთ, ამ თემაზე დაწერილ რამდენიმე სტატუსს:

ირაკლი ტაბლიაშვილი - ლარი ქრის, ლარი ქრის, ლარი ქრის..

სესხები მიჰქრიან ლარდა-ქარ...

დოლართ რიგს, დოლართ ჯარს, რკალად ხრის...

სადა ხარ, ხადურო, სადა ხარ...

ლარის მე, ზმანება, მახლავს თან...

ლართა რიგს უშნოდ ხრის დოლარი...

სადა ხარ, ნოდიკო, სადა ხარ?

სადა ხარ, ხადური, ნოდარი...

ზაზა ბიბილაშვილი - ქოცის ტვინი ვიწრო არის, კრიზისისას ვიწროვდების

ირაკლი ტაბლიაშვილი - მას გახელილი დარჩა თვალები,

ოჰ გახელილი დარჩა თვალები...

ხადურის ხელში გარდაიცვალა

და გახელილი დარჩა თვალები...

მე ლარს არ ვჩივი

ლარი თვით ჩივის

ჩემი სიცოცხლე ამ ლარს თან ახლავს

ლარს მე ვუწოდებ ხადურის მოკლულს

რომ გვქონდა უწინ და დღეს აღარ გვაქვს!

მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება

თითქოს სოფელში თივას თიბავდე.

ვინა თქვა ლარის გარდაცვალება...

არა სწორედ დღეს შენ დაიბადე!

მიდიხარ, შენ ბედს ბევრი ინატრებს!

ამ ლარის ბედის სხვა არვინ არი...

შენ ლარო ჩვენო დაგაბინადრეს!

და უკვდავების ხარ - ბინადარი!

თებერვალი ფერში ნაირ-ნაირშია!

თუ ფერია, ისევ დოლარს შეჰფერი!

მინისტრმა კი ინფლაცია აირჩია

მე დოლარი ავირჩიე - ბებერი!

და თუ ნოდარს ქოქოლა ხვდა წილადა.

მე კრედიტი გადამარჩენს ამჯერად!

უნდა ვთვალო პროცენტები ფრთხილადა...

გადავიქცე მთვლელად ან გემბლერადა!

დღეები რბიან ვით კამათელნი

და ყვავილების არის მრავლობა!

ჩემთვის დღესავით არის ნათელი

რას იტყვის შ-ენზე შთამომავლობა!

წელიწადები წავლიან ძველნი

შეიცვლებიან ხვალ მინისტრები!

როგორც ერთია ქვეყანა მთელი

ისე ერთია "მამა" მონსტრების!

მალხაზ ხარბედია - უ. შექსპირი, მეფე ლარი, თარგმანი ივანიშვილ-ხადურისა

ანდრო ბარნოვი - ამას გულისხმობდა ბრძენკაცი, როცა ამბობდა, ის გაყალბებული ეკონომიკა იყო და ნამდვილს მე გაჩვენებთო?

ირაკლი აბსანძე - ვაიმე, ვაიმე, ლარი სად გაქცეულა. ქამრების შემოჭერა კი არა, შეიხსნან და გადაიკუზონ, ის დროა მგონი.

წარმოდგენილია Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს