გაახალგაზრდავების გზები და საშუალებები

გაახალგაზრდავების გზები და საშუალებები

ბოტოქსი

ბოტოქსი (ბოტოხ) მიმიკურ კუნთებში გასუფთავებული და დასუსტებული А ტიპის ბო­ტულინის ნეიროტოქსინის პრეპარატის შეყვ­ანის პროცედურაა. ეს მეთოდი დამტკიცებულ იქნა ამერიკის სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების კონტროლის სამმართველოს (FDA) მიერ და ახლო წარსულში მხოლოდ ნევროლოგიაში გამოიყენებოდა.

ეფექტი

ბოტოქსის ნემსი ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს და ხელს უშლის ახლების წარმოქმნას. პაციენტები ნაკლებად ასრულებენ უნებლიე მოძრაობებს: ჭმუხნიან წარბებს, სახის მიმიკური კუნთების საშუალებით გამოხატავენ სხვადასხვა ემოციას, - რასაც ჩვენ ყველა გაუცნობიერებლად დღეში ათასჯერ მაინც ვაკეთებთ.

მოქმედების პრინციპი

კოსმეტოლოგიაში ბოტოქსის გამოყენებას არც ისე ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, თუმცა მოკლე ხანში მას ბევრი მომხრე გამოუჩნდა სპეციალისტებსა და პაციენტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ნაოჭების გასასწორებლად იყენებენ ძლიერ შხამს - ბოტულინს, ტოქსიკური რეაქციები არასოდეს აღინიშნება. ტოქსინი მოქმედებს მხოლოდ კანქვეშ განლაგებულ წვრილ კუნთებზე. სწორედ მათი შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნება ნაოჭები შუბლზე, თვალის კუთხეებთან, წარბებს შორის, ცხვირის ზურგსა და ზედა ტუჩზე. პრეპარატი წვრილი ნემსით შეჰყავთ. გაუტკივარებისთვის გამოიყენება ადგილობრივი ანესთეტიკები, რომლებსაც წინასწარ უსვამენ კანზე. პრეპარატი მოქმედებას იწყებს საშუალოდ 7-14 დღის შემდეგ. ბოტოქსი ამცირებს კუნთების მამოძრავებელ აქტივობას. ზედაპირული და ღრმა ნაოჭები სწორდება და კანის ზედაპირი სიგლუვეს იბრუნებს. პრეპარატის ეფექტი საშუალოდ 6 თვეს გასტანს, მერე კი საჭიროა პროცედურის გამეორება. ხანგრძლივი და მყარი ეფექტის მისაღწევად კოსმეტოლოგები ბოტოქსის პრეპარატის წელიწადში 3-ჯერ შეყვანას გვირჩევენ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შუბლის შეჭმუხვნის მავნე ჩვევა დავიწყებას ეძლევა და პრობლემა პრეპარატის გარეშეც გვარდება. პროცედურის რეგულარული ჩატარებისას კუნთები მოდუნებული რჩება, ნებისმიერი სიღრმის ნაოჭი სწორდება, ახლები აღარ წარმოიქმნება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს