"ტრაგედია, რომელიც თავს დაგვატყდა, არ მაკმარა განგებამ და ბაღდათის გამგებელმაც სამსახურიდან გამომიშვა"

"ტრაგედია, რომელიც თავს დაგვატყდა, არ მაკმარა განგებამ და ბაღდათის გამგებელმაც სამსახურიდან გამომიშვა"

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ფერსათში, 9 დეკემბერს, დავით შოთაძეს სახლი დაეწვა. ოჯახმა ნივთების გადარჩენაც კი  ვერ მოახერხა. ამ უბედურების შემდეგ კი ოჯახის უფროსი დავით შოთაძე ბაღდათის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ სამსახურიდან გაუშვა.

"ტრაგედია, რომელიც თავს დაგვატყდა, არ მაკმარა განგებამ და ბაღდათის გამგებელმაც სამსახურიდან გამომიშვა. ოჯახი უსახლკაროდ დამრჩა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. 6 სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსიაღაა, რომელსაც ოჯახის უხუცესი იღებს. ბაღდათის გამგეობაში ვიყავი დასაქმებული, იმ უბედურების შემდეგ, რაც ჩემს ოჯახს თავს დაატყდა, კიდევ ერთი უბედურება დაემატა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს. თუ რატომ მათავისუფლებდნენ უსახლკარო კაცს, რომლის უკან 6 ადამიანი დგას, არავის უთქვამს. სესხი მაქვს აღებული, მშიერი დავრჩით. ჩემს შვილს სახლის დაწვის შემდეგ და ამ უბედურების შემდეგ "კერატოკონუსი" დაემართა", - ამბობს გეგეშიძე.

წყარო: kutaisitoday.com

kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა