ექსპერტიზის დასკვნით, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებულია

ექსპერტიზის დასკვნით, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებულია

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი ფსიქიკურად დაავადებულია და სასჯელი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს. აღნიშნული დასკვნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულ კუბლაშვილის წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა წაიკითხა. დასკვნა ბრალდებულის ადვოკატებმა მიიტანეს.

ფსიქიატრიული დასკვნა 20 თებერვლით თარიღდება და მის მიხედვით, კუბლაშვილს, მაშინ როცა დანაშაული ჩაიდინა, ფსიქიური აშლილობა არ ჰქონდა და ვითარებას აცნობიერებდა.

პროკურორმა სამხარაულის ექსპერტიზის ეს დასკვნა სადავო მტკიცებულებად გახადა. მისი თქმით, თუ მოსამართლე დაუშვებს, უნდა მოხდეს მისი თავიდან გამოკვლევა. თავის მხრივ, სადავო გახადა დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება.

გარდაცვლილების ახლობლებს ექსპერტიზის დასკვნის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ეს კუბლაშვილმა განგებ, სასჯელის საავადმყოფოში მოხდის მიზნით გააკეთა.

"ლოგინში მოახდევინონ სასჯელი, იკოტრიალოს კარგად, რასაც უნდოდა მიაღწია!" - აცხადებენ დაზარალებულები.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყარათუბანში, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6-თვიანი ლოდინისა და არაერთგზის გადადების შემდეგ დღეს გაიმართა.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა