25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
კარგი დღეა სწავლისთვის, ახალ სამსახურში გადასასვლელად. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო.
კურო
მეტი ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტების გაფორმებას. ყიდვა-გაყიდვით დღეს არაბიზნესმენიც კი სარგებელს ნახავს.
ტყუპი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. ნუ გაასესხებთ ფულს.
კირჩხიბი
გააქტიურდით, წარმოადგინეთ საკუთარი იდეები. ნუ იქნებით სხვის აზრზე დამოკიდებული.
ლომი
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. მეგობრები ახალ სამსახურს შემოგთავაზებენ, ან გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო.
ქალწული
კარგი დღეა კარიერული წარმატებისთვის. გაიხსენეთ, რისი მიღწევა გსურდათ და ამოქმედდით. საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ.
სასწორი
ნუ ჩაერევით გარშემო მყოფების პირად საქმეში. ნუ აიღებთ ვალებს. ნუ გადააჭარბებთ საკუთარი ძალების შეფასებისას.
მორიელი
ყურადღება გმართებთ ახალი იდეების განხორციელებისას. ეცადეთ არავინ მოგატყუოთ და ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.
მშვილდოსანი
საქმეებს გარშემო მყოფების დახმარებით მოაგვარებთ. ახალ საქმიანობაში ჩართვა ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით.