რომელ ქვეყნებში მუშაობენ ყველაზე მეტს

რომელ ქვეყნებში მუშაობენ ყველაზე მეტს

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში კვირაში 41 საათით განისაზღვრება.

მსოფლიოს სტანდარტებით, სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8 საათით განისაზღვრება და კვირაში 40 საათს შეადგენს. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში კი, დამსაქმებელი ვალდებულია აუნაზღაუროს დასაქმებულს დამატებითი საათები.

თუმცა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ. ცოტა ხნის წინ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ადამიანები კვირაში ნორმაზე გაცილებით მეტ საათს მუშაობენ.

ორგანიზაციის მონაცემებით, 40-საათიანი სამუშაო კვირა მითია თურქეთში, სადაც დასაქმებულთა 43% კვირაში 50 საათი მუშაობს. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში წლიურად, დასაქმებულები 1,855 საათს მუშაობენ, როცა ეს მაჩვენებელი საშუალოდ 1,765 საათი უნდა იყოს. 50 საათზე მეტს მუშაობს მექსიკაში დასაქმებულთა 29%, სამხრეთ კორეაში კი 27%. რაც შეეხება აშშ-ს, რომელიც "ვორკაჰოლიკების" სამშობლოდ არის ცნობილი, დასაქმებულთა მხოლოდ 11,4% "არღვევს" ნორმით დაწესებულ წესებს და კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს