ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს გაურბიან მამაკაცები ყველაზე ხშირად

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს გაურბიან მამაკაცები ყველაზე ხშირად

ძალიან ბევრი ქალი თვლის, რომ მამაკაცი ნებისმიერი ტიპის ქალისგან შეიძლება წავიდეს სხვადასხვა, ინდივიდუალური მიზეზის გამო. თუმცა ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არიან კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონები, რომელთან ერთადაც მამაკაცისთვის ხანგრძლივი ვადით ერთჭერქვეშ ცხოვრება, ხშირად რთული და ზოგჯერ აბსოლუტურად აუტანელიც კია. ასეთი ქალები, როგორც წესი, მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბით, დომინანტობის სურვილით და გადამეტებული პრინციპულობით გამოირჩევიან, რის ხარჯზეც ძლიერი სქესის წარმომადგენელი დროთა განმავლობაში ასეთი ქალის გვერდით, თავს უფუნქციოდ და არასაჭირო პერსონად მოიაზრებს... თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც.

არაერთი ასტროლოგის კერძო პრაქტიკაში ვხვდებით ქალებს, რომელთაც წარმატებული კარიერა აქვთ, ვიზუალურად შესანიშნავად გამოიყურებიან, ჭკვიანებიც არიან და ზომიერად განათლებულებიც, მაგრამ პირად ცხოვრებაში გამუდმებით უჩივიან პრობლემებს... რაღა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა კლასიფიკაცია მაინც შეიძლება შედგეს ასეთი ტიპის ქალბატონებს შორის კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობს და რატომ:

ვერძი - ამ ნიშნით დაბადებულებს შორის, საკმაოდ ხშირად ვხვდებით ქალებს, რომელთაც საშუალო ასაკამდე რამდენიმე წარუმატებელი რომანი აქვთ საკუთარ ანგარიშზე მოგროვილი. შესაძლოა ეს იყოს რამდენიმე ქორწინებაც. ვერძის პრობლემა, მისი ხასიათია - ხისტი, უტაქტო, ხშირად უკომპრომისო ვერძი ქალი მამაკაცისთვის ხანგრძლივი თანაცხოვრების მანძილზე აუტანელი შეიძლება გახდეს, მით უმეტეს თუ იგი საყვარელ ქალს მარტოოდენ ოჯახის დედისა და დიასახლისის როლზე "დააკავებს" და პროფესიული რეალიზაციის შანსებს მინიმუმამდე დაუყვანს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს