"ჩემი ცოლის დაქალები" youtube-მა ტელესერიალის ოფიციალურ არხზე დაგროვილი გამომწერების სიმრავლისთვის დააჯილდოვა.
"პრიზი ჩვენს სერიალს თვით "იუთუბისგან"!
დღეს ჩამოვიდა - ვერცხლის Play Button Award, ჩვენს ჩენელზე დაგროვებული 100,000 გამომწერისთვის!
დიდი მადლობა ყველას ჩვენი სცენარის ავტორისგან და "ჩემი ცოლის დაქალების" მთელი შემოქმედებითი ჯგუფისგან, თქვენ გარეშე ეს პრიზი არ იქნებოდა!", - აღნიშნილია სერიალის "ფეისბუქის" გვერდზე.